განხილვა:ახშანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსე-ში რომ შეცდომებია დაშვებული ამას აღიარებს თვით სამეცნიერო რედაქცია. მაგალითად ამ სოფლის სახელი შეტანილია ენციკლოპედიაში, როგორც ახშაანი (მეორე ტომი), მაგრამ 1987 წელს გამოშვებულ წიგნში "საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, გვ. 252 (სათაური:სია დასახლებული პუნქტებისა, რომელთა სახელწოდების დაწერილობა დაზუსტდა) წერია რომ სწორი სახელწოდებაა ახშანი. ასე რომ მთლად ბრმად ნუ ვენდობით ქსე-ს. მე მგონი გასაგებად ითქვა ყველაფერი. გმადლობთ. — ჯაბა ლაბაძე () 06:10, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბრმად ნამდვილად არაფერს არ უნდა ვენდოთ. ახშანი - ენციკლოპედია "საქართველო", გვ. 307, თბ., 1997— ცანგალა () 11:49, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად. ახალში უკვე გამოსწორებულია და თან იცი რამდენი შეცდომაა ასეთი ძველში? 49. ანუ, მინიმუმ 49 ქართული სახელწოდება დაამახინჯეს. და დიდი შანსი იყო უცხოურიც დაემახინჯებინათ. — ჯაბა ლაბაძე () 11:52, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]