განხილვა:ახმეტელის თეატრი (თბილისის მეტრო)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

... (მეტროსადგური), თუ (მეტროს სადგური)? მგონი უკანასკნელი უნდა იყოს სწორი. --Rastrelli F 05:21, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით მეტროსადგური უფრო მართებულია. --ცანგალა () 10:24, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მართებული რა შეფასებით, გრამატიკულად მანდ დეფისი უნდა (მგონი), მაგრამ თუ შევაფასებთ სწრაფი ძებნით, მაშინ გამართლებული მეტროსადგურია. რატომღაც არა მგონია ვინმემ ძებნაში ან ერთი მიამატოს ან მეორე, და უბრალოდ გადავა თავისუფლების მოედნიდან. --Rastrelli F 10:37, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

აქ ყოფილა განხილვა: ) მეტროსადგური ძალიან ბევრ სტატიებში გამოვიყენე უკვე :) და იმას რა გადააკეთებს :) --გიგა პასუხი 10:49, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

  • მარტივი და რთული სიტყვები. შედგენილობით სიტყვები ორგვარია: მარტივი და რთული. მარტივია სიტყვა, რომელიც ერთი ფუძისაგან შედგება. მაგ. კაცი, წიგნი, და ა. შ. რთულია სიტყვა, რომელიც ორი ან მეტი ფუძისაგან შედგება. მაგალითად: ვაჟკაცი, ცისკარი, ქინძისთავი, თავზარდაცემული, თავპირდამტვრეული, ხელფეხშეკრული, დედ-მამა, და-ძმა, ცოლ-შვილი...
  • დეფისის ხმარების წესი რთულ სიტყვებში. დეფისით იწერება რთული სიტყვა, თუ მის ნაწილებს შორის ივარაუდება და კავშირი. მაგ. და-ძმა (და და ძმა), ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა (ჩაიკვნესა და ჩაიჭიკჭიკა).
  • დეფისით იწერება ფუძის განმეორებით მიღებული რთული სიტყვაც. მაგ. აღმართ-დაღმართ, სოფელ-სოფელ, თითო-თითო და ა. შ.

(ქართული ენა V კლასის სახელმძღვანელო, გვ. 95-96 თბ., 1988) მეტრო და სადგური გამოდის? საინტერესოა რითი იხელმძღვანელეს ვებ-გვერდის შემქმნელებმა. რამე ხომ არ არის შეცვლილი ქართულ გრამატიკაში 1988 წლის შემდეგ?--ცანგალა () 11:54, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ეგ კი გასაგებია და ეგ წესი ეხლაც მოქმედებს, უბრალოდ აქ სხვა „მესამე“ შემთხვევასთან გვაქვს საქმე :) ანუ მეტროსადგური სიტყვა ხელოვნურად მეჩვენება, ჩემთვის ბუნებრივ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მსაზღვრელ–საზღვრულის შეთანხმება უფროა ეს, ვინემ ერთი რთული სიტყვა(მსაზღვრელი – მეტროს, ხოლო საზღვრული – სადგური), ხოლო თუ მისი შემოკლება გვინდა ამიტომაა საჭირო დეფისი(ამ ყველაფერში, რაც დავწერე, მერიის საიტი მიმაგრებს ზურგს [1], მიუხედავად ამისა არ ვარ დარწმუნებული). შეცვლას კი ყოველთვის მოვახერხებთ :) --Rastrelli F 12:42, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ ეს მესამე შემთხვევაა. მითითებული გვერდი მეც ვნახე და როდესაც სადგურის სახელი ბრჭყალებში ვერ დავინახე ჩავთვალე, რომ დანარჩენიც (მეტრო-სადგური) არასწორად იქნება და მგონი ასეც არის. დავიწყოთ: მეტროპოლიტენი, რომლის შემოკლებული სიტყვა არის მეტრო. მეტროპოლიტენ-ოპერა, მეტროპოლიტენ-მუზეუმი იწერება დეფისით (ეს კიდევ სხვა შემთხვევაა). ქსე-ში ტ. 6, გვ. 618 თბ. 198 გვაქვს ცხრილი, სადაც მითითებულია მეტროპოლიტენის სადგურები (და არა მეტროპოლიტენ-სადგურები) ე. ი. მეტროპოლიტენის (მეტროს) სადგური. გადავედი VI კლასში ვიღიმი არსებითი სახელი მსაზღვრელად. არსებით სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს არსებითი სახელივე. მაგ.: პოეტი წერეთელი, ექიმი მაჩაბელი, ჟურნალი „ცისკარი“ და ა. შ. არსებითს განსაზღვრებად შეიძლება ახლდეს ნათესაობაში დასმული არსებითი, რომელიც მეტწილად აღნიშნავს კუთვნილებას ან მასალას. ამხანაგის წიგნი (აღნიშნავს კუთვნილებას) და აგურის სახლი (აღნიშნავს მასალას). (ქართული ენა, გვ. 67-68, თბ., 1989) მეტროს სადგური ჩემი აზრით აღნიშნავს კუთვნილებას. ალბათ მიხვდები რატომ დავწერე მეტროპოლიტენ-მუზეუმი, მეტროპოლიტენ-ოპერა - ეს კუთვნილება არ არის. აქვე მინდა დავწერო მუზეუმ-ნაკრძალი და ალბათ ბევრი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამ ყველაფრის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ ვებ-გვერდზე შეცდომაა და უნდა იყოს „ახმეტელის თეატრი“ (მეტროს სადგური). შენ ახსენე შემოკლება. მეტრო-სადგური რამდენად არის შემოკლება? --ცანგალა () 16:11, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მეტროსადგური სწორი ფორმაა, ორი სიტყვის შერწყმით მიღებული ახალი სიტყვაა. ასეთი შემთხვევები ბევრია, მაგ. კინოდარბაზი (და არა კინოს დარბაზი ან კინო-დარბაზი). სხვა მაგალითებს ვერ ვიხსენებ უცებ, მაგრამ ვიფიქრებ :) - ალ-ო     @ 16:21, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
შენ გაიხარე, ეგ უნდა დამეწერა მეც, მაგრამ ვერცერთი მაგალითი ვერ გავიხსენე --გიგა პასუხი 16:47, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ვარიანტის გამართლებად, მომყავს ძებნის შედეგები --გიგა პასუხი 16:46, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრო, სად იყავი ამდეხანს ხანს და რას გადამიყვანე VI კლასში? კინოგადაღება, კინოთეატრი, კინომსახიობი, კინოსურათი,კინოფილმი - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1გვ. 576, თბ., 1990. გამოდის, რომ ვებ-გვერდზე შეცდომაა. ისე კინოდარბაზი არ წერია. --ცანგალა () 17:08, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ხმას აღარ ვიღებ ვიღიმი, არა მაინც არა არის ჩემი სიდედრი ვიკრიჭები, აგერ გიგა შენი ძებნის შედეგი თუ მხოლოდ 10 გვერდს მოიცავს, ჩემი შედეგი 27-ს მეტროს სადგური ენა ამას გარდა თბილისის მეტროს გვერდიც ასე წერს. მოკლედ, ინტრიგანობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მე მინდა გავიგო უბრალოდ რომელია სწორი(ხოლო ისე კი იყოს როგორც არის) , ანუ ეს ცხელ-ცხელი სტყვაა, თუ მართლაც არსებობდა? კინოდარბაზზე არაფერს ვამბობ მე გამიგია, მაგრამ მეტროსადგური მართლა აქ გავიგე პირველად :) --Rastrelli F 17:51, 18 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

08:27, 19 სექტემბერი 2008 (UTC)