შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ახალგორის მუნიციპალიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
თემის დამატება
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლო კომენტარი: 8 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Giorgi13 თემაში წყარო

წყარო

[წყაროს რედაქტირება]

რატომ არ უნდა გვეწეროს მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების სიაში? დადგენილება, რომლითაც აღარ შედის მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ვერ ვნახე. GIO→13 18:28, 11 თებერვალი 2025 (UTC)პასუხი

@Giorgi13 როდის შედიოდა? გუბერნატორების დეკლარაციებში (ახლა აღარ არის საჯარო სამწუხაროდ) არც ომამდე და არც ომის შემდეგ ახალგორი არ იყო მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის დაქვემდებარებაში (ისევე როგორც ერედვის, თიღვის, ქურთის მუნიციპალიტეტები შიდა ქართლში). გიო ოქრო 19:48, 11 თებერვალი 2025 (UTC)პასუხი
იხ. აგრეთვე „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“. ქვემოთ მოცემულია მუნიციპალიტეტები. ასევე მხარე როგორც ასეთი, საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს. უბრალოდ გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაა, არ უნდა წარმოვაჩინოთ როგორც ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული. საქართველო იყოფა მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკებად და მუნიციპალიტეტებად. გიო ოქრო 19:54, 11 თებერვალი 2025 (UTC)პასუხი
დროებითი ადმინისტრაციული ერთეული მესმის და ვნახე მაცნეზეც, მაგრამ მთავრობაც რეგიონების მიხედვით მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტად ასახელებს და რუკებზეც რეგიონის შემადგენლობაში გამოსახავენ. GIO→13 20:31, 11 თებერვალი 2025 (UTC)პასუხი
კი, მაგრამ არ არის ეგ საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული, რაც ზემოთ მითითებულ კანონშიც ჩანს. არასწორი კლასიფიკაციაა ვებგვერდზე. გიო ოქრო 08:55, 12 თებერვალი 2025 (UTC)პასუხი
გასაგებია. მადლობა. ზოგადად პრობლემატურია ადმინისტრაციული დაყოფის თემა. იმედია მალე დალაგდება. :) GIO→13 18:35, 12 თებერვალი 2025 (UTC)პასუხი