განხილვა:აფხაზეთის მმართველთა სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სტატიის სათაური გადახედვას საჭიროებს. ალბათ ორად უნდა გაიყოს - ერთში მეფეები მოთავსდეს, მეორეში მთავრები. სამწუხაროდ არც აფხაზეთის სამეფო, და არც აფხაზეთის სამთავრო-ზე სტატია დაწერილი ჯერ არაა. Alsandro 67.142.130.14 03:49, 2 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ფრანგულ გვერდზე მოცემულია წყარო. ყველა მთავარი ნამდვილად არ ყოფილა, არამედ ერისთავები (ბერძ. არქონტები) და შემდგომში მეფეები. ამიტომ ზოგადად შესაძლებელია სათაური ორნაირად მოიხსენიებოდეს: აფხაზეთის სუვერენთა სია ან/და აფხაზეთის მონარქთა სია. სამთავრო 1463–1864 წლებში არსებობდა და ყველას მთავრებს რომ ვუწოდებთ, მხოლოდ მთავრები არ ყოფილან!--Lasha-george განხილვაწვლილი 08:35, 5 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ერთი ფრანგულს უნდა შეეშვათ. და მეორეც აფხაზეთის მონარქები რომ ვუწოდოთ ყველა მონარქი იქნება? გამოდის რომ არც შენი ვერსიაა სწორი. უფრო ზოგადი გვჭირდება რამე, რაშიც ორივე მოიაზრება. --Wiki - ჯაბა 05:54, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მემგონი დამეთანხმები, მთავარი ყველა არ ყოფილა აქედან, რადგან აფხაზეთის სამთავრო გვიანდელ პერიოდში არსებობდა. არიან აქ მთავრები, მაგრამ არა ყველა. მმართველები შესაძლებელია საქართველოს მმართველთა სია მოიაზრებოდეს, სადაც ცკ-ის მდივნები და პრეზიდენტები და ა.შ. არიან. აქ კი, მონარქები იმიტომ უნდა დაიწეროს, რომ ერისთავებიც იყვნენ, მეფეებიც, მთავრებიც (მხოლოდ მთავრები არა) და პრეტენდენტებიც, ანუ სამეფო შტოს წარმომადგენლები. ესე იგი დე-ფაქტო თუ დე-იურე მონარქიაა არის თუ არა. ფრანგული კი თუმანოვის მიხედვითაა და ასე სრული სამწუხაროდ ქსე-ში ან სხვაგან არაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:03, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ერისთავს, მეფეს, მთავარსაც და პრეტენდენტსაც მონარქს უწოდებ ყველას? --Wiki - ჯაბა 07:17, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ყველა მონარქში ერთიანდება. პრეტენდენტი არის მეფე თუ არა მონარქიული შტოს წარმომადგენელია, რადგან თუ დე-ფაქტო პრეტენდენტია, მაშინ დე-იურე მეფეა. მმართველებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან დე-ფაქტოს სიაცაა აქ და ისინი არ მართავდნენ და არ მართავენ დღემდე. ანუ მონარქიზმი, ზოგადად ამ ტიტულებს გულისხმობს, ყველას აერთიანებს, რადგან მონარქია თავისთავად მემკვიდრეობითია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ მონარქთა სახელწოდებებზე (ერისთავი, მეფე, მთავარი და ა.შ.).--Lasha-george განხილვაწვლილი 07:24, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხოდა აქ მმართველობის ფორმაზე კი არაა საუბარი, აქ საუბარია მმართველებზე. მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ სათაურში. --Wiki - ჯაბა 07:35, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა კ. თუმანოვის წყაროზე ვსაუბრობ; იმას ვგულისხმობ, რომ სიაში მოხსენიებული დე-ფაქტო პიროვნებები: Chefs de la Famille princière d'Abkhazie მმართველები არ ყოფილან... მაგალითა ანდრია ნიკიტას ძე შერვაშიძე 2008 წლიდან დღემდეა.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:48, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სქოლიოს შესახებ[წყაროს რედაქტირება]

სქოლიოში არასწორადაა ლიტერატურა მითითებული. --Wiki - ჯაბა 07:55, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ლინკზე რომ არ გადადის იმას გულისხმობ?--Lasha-george განხილვაწვლილი 07:59, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი. --Wiki - ჯაბა 08:15, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

იყო და წიშალა. ლინკის გარეშე მივუთითოთ მერე.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:56, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ისტორია მეუბნება რომ არ ყოფილა არასოდეს მითითებული. --Wiki - ჯაბა 08:59, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ანუ ლინკები ეთითება, მაგრამ უქმდება ინტერნეტში განთავსებული რესურსები. უბრალოდ ლიტერატურა მიეთითებოდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:01, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაური[წყაროს რედაქტირება]

ვთვლი რომ სახელწოდება აფხაზეთის მთავრები შესაცვლელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მხოლოდ მთავრები არ იყვნენ, არამედ ერისთავები, მეფეები, მთავრები, დე ფაქტო აფხაზეთის სამთავროს ოჯახის მეთაურები (Chefs de la Famille princière d'Abkhazie)... სასურველია ჩაენაცვლოს სახელწოდება აფხაზეთის მონარქთა სია. ამჟამად არსებობს აფხაზეთის სამთავროს ოჯახი, მაგრამ ამის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ რომ მანამდელი მონარქი ყველა მთავარი იყო.

ვინ არის მომხრე სახელწოდების შეცვლის?--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:42, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაური უნდა იყოს აფხაზეთის მმართველთა სია, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა ერისთავებს, მეფეებს და მთავრებს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:42, 20 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთის მმართველთა სია ჩემი აზრით სწორი სათაურია. --Wiki - ჯაბა 16:26, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

Yes check.svg გაკეთდა--Wiki - ჯაბა 14:58, 13 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია არის წასაშლელი. არანაირი სამეცნიერო ღირებულება ამას არ აქვს. არ არის გამყარებული სათანადო წყაროებით.--გიო ოქრო 09:11, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

  1. Symbol support vote.svg (მომხრე)--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:35, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  2. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) რას ნიშნავს წასაშლელია? როდის იყო სიები სამეცნიერო ღირებულებებს აკმაყოფილებდნენ? წყაროებით არაა გამყარებული და გაამყარეთ მერე. ჰაჰა ამას თარგი:წყარო ჩაესვას. --Wiki - ჯაბა 16:13, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
Pictogram voting comment.svg კომენტარი: @Lasha-george: ჯერ სათაურის გადარქმევას ცდილობდი თავგამოდებით და ახლა გახდა წასაშლელი? ჩამოყალიბდე იქნებ...--Wiki - ჯაბა 16:14, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: - მემგონი @Lasha-george:-იმ დღემდე ვერ დაინახა განსხვავება გადატანასა და წაშლას შორის.--— Melberg მიწერა 16:16, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მეც მასე ვფიქრობ...--Wiki - ჯაბა 16:17, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977:, @Melberg: წასაშლელი მე არ დამიწერია მემგონი. კიბატონო მოხდეს გადატანა სათაურზე აფხაზეთის მმართველთა სია.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:01, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გადატანა უნდა მოხდეს სათაურზე აფხაზეთის მმართველთა სია, ხოლო წაშლით არსებული სათაური უნდა წაიშალოს შემდგომში, და ამას ვკითხულობ და თვითნებურად არ ვაკეთებ მემგონი, ხოლო სტატია ჩასანაცვლებლად მზად მაქვს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:05, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მეცნიერულად საკმარისად გამყარებული მაქვს ის სტატია, რომელსაც ჩავანაცვლებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:09, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად დაამტკიცეთ, რომ სტატიის წაშლა და გადატანა არ იცით რა ცნებებია. გიო ოქრო მოითხოვდა სტატიის წაშლას და თქვენ დაეთანხმეთ. :)) მეცნიერულად გამყარებულში იმედია პირველად წყაროებზე დაფუძნებულს არ გულისხმობთ, რაც ეგრევე წაიშლება. ჯერ კიდევ ვებრძვით მსგავსად „გამყარებულებს“. --Wiki - ჯაბა 17:20, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე ჩასმული მქონდა ვახუშტის ტექსტი შესავლად, დანარჩენი სია იყო, ვგულისხმობ ბაგრატ III-მდე სიას (იხ. თავი მეხუთე: მესხეთის (ზემო ქართლის) მხარეები და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში), რომელიც პავლე ინგოროყვას მიერაა გამოკვლეული და შემდგომი სია დღემდე შედგენილია საქართველოს სამეფო სახლის ისტორიკოსის, იოსებ ბიჭიკაშვილის მიერ. შესავალ ტექსტი შეგეცვალა თქო გიორგის ვუთხარი ამჟამინდელზე დაბრუნების სანაცვლოდ თქო, მან კი, ეს სტატია წასაშლელიაო. კიბატონო თქო ვუთხარი. სულ ეს იყო. მაგრამ ხაზს ვუზვამ, ამჟამინდელი სტატია ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:28, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
პირველადი და მეორეული წყაროების ვერ გარჩევა, გადატანა/წაშლას შორის განსხვავების ვერ დანახვა, კომუნიკაციის დამყარების სირთულეები - მემგონი პროექტზე წვდომის პერმანენტულ შეზღუდვაზე დროა, მოვუწოდოთ ადმინისტრატორებს. — Melberg მიწერა 17:56, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
პავლე ინგოროყვა და იოსებ ბიჭიკაშვილი არაა პირველადი წყარო. წაშლა-გადატანას შორის განსხვავებას ვხედავ (წაშლა კიდევ განვმეორდები მე არ მომითხოვია), კომუნიკაციის დამყარების პრობლემაც არ გამაჩნია. ტექსტი რომ ჩავანაცვლე, პირველადი წყაროთი იყო შესავალი და დავაკორექტირე, ახლა შეცვლილია და უახლესი ვერსიაა, წინამორბედისგან განსხვავებით სრული.--გოგოლაური განხილვაწვლილი 18:12, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

კვლავ.......[წყაროს რედაქტირება]

@Otogi:, @MIKHEIL:, @David1010: მეგობრებო ადამიანი დაიბლოკა სამუდამოდ და კვლავ ანგარიშის ავლით და სხვა IP-მისამართის გამოყენებით საკმაოდ არქაული ენით „წერს“ სტატიას. მე ვფიქრობ სრულიად საკმარისი მიზეზია დაბიბლოკოს ის IP-მისამართიც, რადგან თავადაც აღიარებს რომ იყენებს. --Wiki - ჯაბა 14:41, 13 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

თუ არქაულია ამოვიღე! --82.211.148.207 14:53, 13 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
მეგონა მადლობას გადამიხდიდით ამდენი სამუშაოს გაწევისთვის...--82.211.148.207 14:54, 13 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ამოღებულია, რაც არქაულია და შესაძლებელია შენიშვნის მიცემა და არა სამუდამოდ ბლოლირება. რაც მინდოდა, რომ აფხაზეთის მმართველთა სია დარქმეოდა სტატიას, მხოლოდ ეხლა გადაერქვა...--82.211.148.207 14:56, 13 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.--82.211.148.207 14:57, 13 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]