განხილვა:ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მომხმარებლები მიერ განხილვის გვერდზე წავიკითხე მათი მიწერ-მოწერა. ამიტომ გადავწყვიტე აქ დამეწერა. როგორც ყოველთვის ვიშველიებ ქსე (არ მავიწყდება რომ მოძველებულია, მაგრამ არც თქვენ დაივიწყოთ, რომ ახალი არ არსებობს, მხოლოდ მითხარით არსებობს თუ არა რამე უნივერსიტეტი ან სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც არის ტექმინოლოგიით დაკავებული). ე. ი. სტატიაში თვითმფრინავი ქსე, ტ. 4, გვ. 675-676 , თბ., 1979 ვკითხულობთ: "თვითმფრინავის ფრენის სიჩქარის ზრდის გამო ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე რამდენიმე კმ-მდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით იქმნება ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომი და მოკლე გარბენის თვითმფრინავები." ბილიკის მაგივრად არის ზოლი - ამ შემთხვევაში ვიცი იტყვით, რომ რუსულიდან არის შემოსულიო. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით არის შექმნილი ქსე, თუ რამე ახალი ინფორმაცია არსებობს იგივე ნორმების მიხედვით კი ბატონო დაწერეთ წყარო. --ცანგალა () 14:00, 11 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ყველაზე საინტერესოა, რომ ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადზ) - შემოკლებაში ზოლი იგულისხმება --გიგა პასუხი 14:15, 11 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ისე გადამისამართება ადზ-ზე ხომ არ უნდა იყოს? ეტყობა ზ-ს განმარტება რომ ვერ მოუძებნეს ბილიკით შეცვალეს.--ცანგალა () 14:27, 11 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

რატომ ზოლი და არა ბილიკი. აი რას გვეუბნება ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: ბილიკი საცალფეხო გზა, სიარულის ნაკვალევი. ვიწრო ბილიკისათხილამური ბილიკიბილიკს მიჰყვება. (ქეგლ, ტ. 1, გვ. 127, თბ., 1990); ზოლი. 1. ვიწყო და გრძელი სიბრტყე რისამე, რამეზე გავლებული, დაჩნეული. წითელი ზოლები. 2. ვიწრო და გრძელი ფართობი სხვადასხვა დანიშნულებისა. ქარსაცავი ზოლიტყის ზოლი. (ქეგლ, ტ. 1, გვ. 505, თბ., 1990) რატომ დასაჯდომი და არა დასაფრენი. დასაჯდომი 1. ვინც, რაც უნდა დაჯდეს. 2. სადაც, რაზედაც უნდა დაჯდეს ვინმე. დასაჯდომი ადგილები თეატრში. || სადაც, რაზედაც უნდა დაჯდეს რამე (მაგ. თვითმფრინავი). თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანი. დასაჯდომად — დაჯდომის მიზნით. სტუმარი დასაჯდომად მიიწვიეს. || თვითმფრინავი დასაჯდომად დაეშვა (ქეგლ, ტ. 1, გვ. 414, თბ., 1990). ამიტომ ზოლი უფრო მართლებულია, ვიდრე ბილიკი.--ცანგალა () 13:35, 12 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]


მაშინ გადავიტანოთ ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე. მე რაღაც არ გამომივიდა--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:15, 30 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ცანგალა () 19:56, 30 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]