განხილვა:არხოტის ხეობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ არხოტიონი და არა არხოტი? რამე წყარო გვაქვს? ადგლიბრივი ყველა არხოტს უწოდებს, ხოლო არხოტიონი გამოიყენება არხოტელის მნიშვნელობით.--Saliner 22:25, 20 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: გთხოვ გასცე პასუხი, რა დოკუმენტზე დაყრდნობით გადაიტანე სტატია. ქსე-ში ნამდვილად არხოტი წერია მითითებულ გვერდზე, თუმცა ქსე-ზე უახლესი ლიტერატურა გაქვს გამოყენებული, რაც მე არ მაქვს ამ წამს, იქნებ მანდ წერია არხოტიონი? --ჯაბა 1977 03:09, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
საქმე იმაშია რომ როცა დავიწყე დალაგება ხევსურეთის მხარეებისა, წამოიჭრა რამოდენიმე კითხვა, კერძოდ როგორ მოვიხსენიოთ არხოტი. არხოტი არხოტადაც მოიხსენიება ზოგ ლიტერატურაშიც და არხოტიონადაც. მე ასე ვთქვათ მინდოდა სახელმედვა არხოტიონი და შატილოონად, შემდეგ გავერკვიე რომ შატილიონი არაა მთლა სწორი და უნდა იყოს არდოტი ან არდოტიონი. სიმართლე რომ გითხრათ სახელწოდება ახოტიონი და არდოტიონი შატილიონი რარაცა საგაზეთი სტატიებით სარგებლობისას არსებობდა მაგრამ, თუ სწორი ფორმაა "არხოტი" და "არდოტი" ალბათ ამ ტერმინებზე უნდა ავიღოთ გეზი. ისე თუ ეწერა ქსე-თი არხოტი ალბათ არ ღირდა ხელის ხლება! უბრალოდ ისევ და ისევ მინდოდა დალაგება და ამ დალაგებაში ალბათ სწორედ არ გამოვიდა რაღაცა. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ უნდა იყოს არხოტი, კარგი იქნება თუ არხოტის და არდოტის სტატიებს გაასწორებთ და შეავსებთ. მეტი ვერაფერ გეტყვით!--Surprizi განხილვაწვლილი 18:37, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეხლა ისტორიებს ვუყურებდი და არხოტიონზე გადატანა ჩემი შესრულებულია? ამჟამად "არხოტი" მრავალმნიშვნელოვნებიტაა დატვირთული.--Surprizi განხილვაწვლილი 18:45, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ა ხო ვნახე. ანუ მრავალმნიშვნელოვნებისთვის გადაიტანეს "არხოტი (ხეობა)"-ზე და მერე მე გადავიტანე არხოტიონად. ანუ ჩემი ჭკუით ვალაგებდი. ნუ წყაროს გარეშე არ ვიზამდი მარა ალბათ უპრიანია დავეყრდნოთ ქსე-ს. მე მეკალათია ხევსურეთს ვნახავ იქ რა წერია.Surprizi განხილვაწვლილი 18:50, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი მიშა 8 ივნისი 2016‎ ამ დღეს გადაიტანე სათაური. ქსე-ში წერია არხოტი, ა რ ხ ო ტ ი ს ხ ე ო ბ ა. --ჯაბა 1977 18:51, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაკალათიას უწერია "არხოტის ხეობად" ხოლო არხოტიონად სახელსდებენ არხოტის მოსახლეობასო - „არხოტის ამ ხეობაში მოქცეულ პირიქით ხევსურებს არხოტიონებს უწოდებენ“. ვაღარებ რომ ეს ჩემი მორიგი სიცუღლუტე და სულსწრაფობაა!!!! :)

თუ დამრთავთ ნებას მე გადავიტან--Surprizi განხილვაწვლილი 18:57, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბარემ სანამ ცხელია არდოტიონზე რა ვქნათ? თუ შეცდომაა ეგეც გავასწოროთ--Surprizi განხილვაწვლილი 19:04, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

არდოტიონი სტატია არ არსებობს. --ჯაბა 1977 20:10, 21 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Saliner: ბატონო ჩემო, რადგან არხოტზე ჩამოვყალიბდით ეგება აგვიხსნათ იმ პირიქიტა ხევსურეთს რომელიც არხოტი არაა და რომლის ხეობაში მდებარეობს შატილის ციხე ასევე ე .წ. "მიღმახევი"-ც ეგ უბანი რა სახელით მოვიხსენიოთ? მოგეხსენებათ რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად "გურო-შატილის ხეობა" + "მიღმახევი" ჩემის აზრით უნდა სახელდებოდეს "არდოტი"-ად. გთხოვთ მიპასუხოთ რომ ისევ შეცდომაში არ შევიდეთ.Surprizi განხილვაწვლილი 04:02, 22 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრათ, ხევსურეთში მხოლოდ არხოტში ვყოფილვარ ამღასა და ახიელაში და მხოლოდ არხოტიონებთან მქონია შეხება, ასე რომ კომპეტენტური არ ვარ. თუმცა არც მსმენია დანარჩენ პირიქითა ხევსურეთს რამე ცალკე სახელით მოიხსენიებდნენ. ეგ ადგილები, რომლებზეც თქვენ ბრძანებთ, მდინარე არღუნის ხეობაა, სხვა ცალკე ტერმინი არ შემხვედრია. რაც შეეხება სახელ "არდოტს", ის ერთი რიგითი სოფლის სახელია და არა მგონია მთელ მხარეს რქმეოდა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი.--Saliner 04:40, 22 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]