განხილვა:არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არქიტექტურა (კლასიკ. ბერძ. αρχή - ვიწყებ, τέχνη - ხელოსნობას) - არქიტექტურის ამგვარი განსაზღვრება პირველად ვნახე, გთხოვთ მიმითითოთ წყარო, ძალიან მაინტერესებს, ისე კი ვიცოდი რომ "მშენებლობის უფროსს" ნიშნავდა, αρχή–მთავარი(მაგ.:არქიდიაკონი, არქიელი და ა.შ), და τέχνη–მშენებლობა; ამასვე მოწმობს ქართული შესატყვისი – ხუროთმოძღვარი, და გერმანული – Baumeister. პატივისცემით --Rastrelli F 08:57, 6 აგვისტო 2008 (UTC)

αρχή — n. beginning, start, commencement, forepart, origin, origination, basis, inception, incipience, incipiency, incunabula, magistracy, outset, prime, principle.
τέχνη — n. art, trade, artfulness, workmanship, craft, metier
წყარო: translation.babylon.com/Greek -- მერო    Crystal kate green.png 09:41, 6 აგვისტო 2008 (UTC)
აგრეთვე ἀρχή, αρχή და τέχνη
პ.ს. ἀρχή: 2. sovereignty, dominion authority — ეტყობა „უფროსი“ აქედან მოდის :) - მერო    Crystal kate green.png 09:51, 6 აგვისტო 2008 (UTC)

გმადლობ ყურადღებისთვის. მერაბ, ეს შენი თარგმანია თუ ამგვარი განსაზღვრება სადმე სხვაგანაც ნახე? ანუ მაინტერესებს ეს უბრალო სიტყვა–სიტყვითი თარგმანია ლექსიკონიდან, სადაც იგივე ἀρχή–ს მეორე მნიშვნელობადაა ნახმარი უფროსი და ამიტომაც პირველი აიღე, თუ რომელიმე სხვა სახელმძღვანელოში ამოიკითხე? (ამას ვგულისხმობდი წყაროში:)

გერმანულ ვიკიში არის განსაზღვრება „Erste Kunst“ – უპირველესი ხელოვნება, ვიტრუვიუსი კი არქიტექტურას – ხელოვნებათა დედას ეძახდა.

ქართული და გერმანული შესატყვისები (ხუროთმოძღვარი, baumeister) იმას მიუთითებს, რომ არქიტექტორი მშენებლობის უფროსია და არა ხელოსანი.

იმის გამო რომ არის სხვაგვარი თარგმანებიც , ეგებ მეტ–ნაკლებად "სწორი" გვეხმარა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ან უფრო სწორია – შესატყვისი, რადგან მე პირადად როცა არქიტექტორობა გადავწყვიტე ხელოსნობის დაწყება არც კი მიფიქრია :)) (ეს ისე)

ქსე–ში, ინგლისურ ვიკიპედიაში, უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოცემულია სწორედ ამგვარი თარგმანი. რას ფიქრობ ამაზე? --Rastrelli F 10:17, 6 აგვისტო 2008 (UTC)

ახლა გერმანულ სტატიას გადავხედე, და იქ საკმაოდ კარგად არის აღწერილი:

Das Wort „Architektur“ ist zusammengesetzt aus den griechischen Wörtern αρχη [arché] (= „Anfang“, „Ursprung“, „Grundlage“, „das Erste“) und τεχνη [techné] = „Kunst“, „Handwerk“, auch tectum aus dem Lateinischen - „Gebäude“. Es ließe sich daher wörtlich mit „Erstes Handwerk“ oder „Erste Kunst“ übersetzen. — აქ აღწერილია ისევე, როგორც ჩვენ სტატიაში.

თუმცა, დამატება:

Die ursprüngliche Verwendung des Wortes Architektur bezieht sich auf die Tätigkeit und das Wissen des Architekten: altgriechisch architékton = „Oberster Handwerker“ (Zimmermann), Baukünstler, Baumeister.

ანუ, ძველ ბერძნულში architékton ნიშნავდა „ხელოსანთა ზედამხედველს“, ანუ „უფროს“, ხუროთმოძღვარს. უბრალოდ ეს ნაწილიც დასამატებელია სტატიაში, თორე შეცდომა არაა :) შეგვიძლია, როგორც გერმანულში, ეტიმოლოგიის სექსია დავუმატოთ -- მერო    Crystal kate green.png 10:41, 6 აგვისტო 2008 (UTC)

ჰო, გერმანული სტატია ამ საკითხში ყველაზე უკეთ წარმოაჩენს სიტუაციას. გმადლობ :) R 10:47, 6 აგვისტო 2008 (UTC)

მერაბ, ერთი უზუსტობა ჩემს პოსტში, მე ავურიე არქიტექტურა და არქიტექტორი:) ის რაც შენ დაწერე გერმანულიდან ამას ამბობს რომ არქიტეტურიდან მოდის სიტყვა არქიტეტორიო :) ბოდიში უზუსტობისთვის.--Rastrelli F 11:12, 6 აგვისტო 2008 (UTC)

არქიტექტურა თუ ხუროთმოძღვრება[წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურა იხ. ხუროთმოძღვრება, ენციკლოპედია „საქართველო“ ტ. 1, გვ. 216, თბ., 1997, მაგრამ არქიტექტურის მუზეუმი, არქიტექტურული განათლება, არქიტექტორთა კავშირი - იქვე. ქსე-ეს მიხედვით იყო პირიქით ხუროთმოძღვრება, იხ. არქიტექტურა - ქსე, ტ. 11, გვ. 518, თბ., 1987, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: არქიტექტურა, იგივეა რაც ხუროთმოძღვრება ტ. 1. გვ. 77, თბ., 1990 განმარტებას ვკითხულობთ ხუროთმოძღვრება - ტ. 2, გვ. 1263, თბ.1990. ჩემს მიერ გაკეთებული გადამისამართება ხომ არ არის შესაცვლელი?--ცანგალა () 16:00, 7 მაისი 2011 (UTC)

ნამდვილად. უფრო ახალი წყაროები, როგორც ჩანს, ხუროთმოძღვრებას ანიჭებენ უპირატესობას (ენციკლოპედია საქართველო 1997, ქეგლ 1990), მხოლოდ ქსე ანიჭებს არქიტექტურას უპირატესობას. რა თქმა უნდა, აქაც მე ქართული დასახელება მირჩევნია. — დავით პასუხი 09:26, 8 მაისი 2011 (UTC)
ხუროთმოძღვრებას ვანჭებ მეც უპირატესობას (და უახლესი ლიტერატურაც)—G.G. 14:29, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
ხუროთმოძღვრება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:26, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
ვიმედოვნებ ყველას გესმით, რომ ხუროთმოძღვრება არ არის ხმარებაში (ამაში მარტივად დარწმუნებით თუ არქიტექტურულ მომსახურებას „დაგუგლავთ“, ხოლო პირიქით ხუროთმოძრვრულ მომსახურებას ვერსად წააწყდებით) და იმედია გადაწყვეტილების საფუძველი შესაბამისი ლიტერატურა იქნება, მიუხედავად ჩვენი სიმპათიებისა. ქსე მარტო არ არის ამ საკითხში, ყველაზე მთავარი ჩვენი კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ არქიტექტურას და არქიტექტორს, ყოველგვარი „იგივე ხუროთმოძღვრების“ გარეშე! ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ გადაწყვეტას, მოიყვანეთ არგუმენტები. --Rastrelli F 19:33, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
მართალია ქართული დასახელება მომწონს, მაგრამ ვემხრობი არქიტექტურას. მიზეზი — უფრო ხშირი გამოყენება და გავრცელებულობა. — მიხეილ (მომწერე) 20:12, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
აქ კანონმდებლობა არაფერშუაშია. კანონმდებლობა არაა ქართული ენის ნორმები. (როგორც ქართული ენის ნორმა, კანონმდებლობა შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, სამართლებრივი ხელშეკრულებების ზუსტი სახელების დასადგენად, მაგრამ არამცდაარამც ისეთი სიტყვების საკითხებში, როგორიცაა ხუროთმოძღვრება). ჩვენ დღემდე გვაქვს სამი წიგნი (ლექსიკონი), რომელიც ქართული ენის ნორმების დაცვითაა შექმნილი და რომლებსაც ვენდობით ასეთ შემთხვევებში: 1. ქსე, 2. ქართული ენციკლოპედია, 3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ამათგან უკანასკნელი ორი ანიჭებს უპირატესობას ხუროთმოძღვრებას. ესაა ის ლიტერატურა, რომელსაც უნდა ვენდოთ ქართული ენის ნორმებში (და არა კანონმდებლობა). რაც შეეხება გავრცელებულობას, ხუროთმოძღვრება საკმაოდ გავრცელებული ტერმინია, ყველანი ვიცნობთ და მისი გამოყენება ვიკიპედიაში ნამდვილად არაა "მივიწყებული ქართული არქაული სიტყვის აღდგენა". ასე რომ, თქვენი არგუმენტი გაუმართლებელია. — დავით პასუხი 03:46, 15 სექტემბერი 2011 (UTC)
P. S. საინტერესო ფაქტი: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის გამოცდაზე არის საკითხები, რომლებშიც უნდა გაასწორო არასწორი სიტყვები. ერთ წელს სწორედ ეს შემთხვევა იყო, ეწერა არქიტექტურა და სწორ პასუხებში კი ხუროთმოძღვრება. თუმცა, რა თქმა უნდა კარგად ვიცით, რომ ლიტერატურულად ორივე სიტყვა მიღებულია, მაგრამ ამ მაგალითით კარგად ჩანს დღევანდელი ტენდენცია, რაც გასათვალისწინებელია. — დავით პასუხი 03:49, 15 სექტემბერი 2011 (UTC)
ენის ნორმებით ორივე სიტყვა ლიტერატურულია, მაგრამ ხმარებით არქიტექტურა რომ ჯობნის ფაქტია. არ ვიცი დათო შენ რა შეხება გაქვს არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან, მაგრამ კანონმდებლობიდან გამომდინარე სწორედ ხმარებადი არქიტექტურაა და არა პირიქით. კანონმდებლობა კი, როგორც იცით ენის ნორმების დაცვით იქმნება (უნდა იქმნებოდეს ყოველშემთხვევაში). ცანგალას მიერ მოყვანილი ლიტერატურა საკმაოდ ძველია: ქართული ენციკლოპედია 1997 წლისაა, განმარტებითი ლექსიკონი კიედვ უფრო ძველი 1990 წლის. საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ (1998 წლის 14 აპრილი, 1335–IIს), საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ (2000 წლის 27 ოქტომბერი, 577–Iს), საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (2005 წლის 11 აგვისტო, #140), საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (2009 წლის 24 მარტი, #57) - არსად არ წერია ხუროთმოძღვრება და ხუროთმოძღვარი. ასევე, აუცილებლად სანახავია არქიტექტურულ-სამშენებლო ლექსიკონები (ერთ-ერთი სამსახურში მაქვს ახალი, თუ არ ვცდები და ვნახავ, რომ მოვიცლი). ჩემი სიმპათიები ხუროთმოძღვრისკენაა, საერთოდ ქართულისკენ, ამიტომაც გავაკეთე არქიტექტურული გეგმარი და არა არქიტექტურული პროექტი პირველი, მაგრამ მაშინ ამ საკითხზე არ მიფიქრია. თუ აქ შევთანხმდებით რომ რჩება არქიტექტურა, იმასაც გადავიტანთ შესაბამისად. --Rastrelli F 07:25, 15 სექტემბერი 2011 (UTC)14:39, 23 სექტემბერი 2011 (UTC)

ტენდენცია აშკარაა, მაგრამ ამჯერად არქიტექტურას ვემხრობი. — ჯაბა ლაბა 08:11, 15 სექტემბერი 2011 (UTC)

მე პირადად არ მიმაჩნია სწორად ამ ორი ტერმინის შეზღუდვა.--Otogi განხილვაწვლილი 11:23, 18 სექტემბერი 2011 (UTC)

ვემხრობი ხუროთმოძღვრებას, არქიტექტურაც არ უნდა შეიზღუდოს თუმცა ალბათ ჯობია უპირატესობა ხუროთმოძღვრებას მიენიჭოს. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:10, 27 სექტემბერი 2011 (UTC)