განხილვა:არმხი (მდინარე)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უცნაურია აღნიშნული მდინარე ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მდინარედაა წარმოდგენილი, არადა აშკარად ქედის მიღმაა.--Surprizi განხილვაწვლილი 09:25, 12 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Island: @Surprizi: ახლა ვნახე სტატია. უპირველესად, დავიწყოთ იმით, რომ შეცდომაა იმის მითითება, რომ არმხი რუსეთის მდინარეა. აქ სტატიის ავტორიც ცდება და ლექსიკონიც. საერთოდ, ლექსიკონში წერია, რომ არმხი თერგის მარცხენა შენაკადია, რაც აშკარა შეცდომაა. მაშ ასე, დავიწყოთ. არმხს აქვს ორი სახელწოდება. სათავეში იგი შონდონია ანუ შანდონი, ხოლო მერმე ამალჩოჩის ხეობის ჩრდილო-დასავლეთ აყოლებაზე არმხი. ზოგჯერ პირიქით, სათავეში ეძახიან არმხს ან/და შონდონს. ზოგჯერ, არმხის სათავეა შონდონი, ხოლო ზოგჯერ მდგენელი. ჩვენში საერთოდაც ქისტეთისწყალს ეძახიან. სწორედ ამიტომაა გაუგებრობა. ოროგრაფიულად, არმხის ანუ შონდონის სათავე მარაოსებრია და ათზე მეტი ნაკადისაგან შედგება, რომელთა საწყისი წერტილები საქართველოსა და რუსეთის საზღვარზეა. გამომდინარე აქედან, უნდა დაიწეროს, რომ არმხი სათავეს იღებს აღმოსავლეთ კავკასიონის კალთებზე, რამდენიმე მაღალი მწვერვალის კალთებიდან. ანუ არმხის სათავე არის საქართველო-რუსეთის საზღვარი, შესაბამისად, არმხი საქართველოს მდინარეცაა. თუმცა, ვინაიდან არმხის საწყისი წერტილები მყინვარებიდანაც მოედინება ტოპო-რუკებზე მისი სათავის გარჩევა სამწუხაროდ ვერ მოხერხდება. P. S. როგორც მახსოვს, არც თუ ისე შორეულ წარსულში არმხი საქართველოს საზღვრებშიც შედიოდა. სულ ეს არის. - OTOGI Messages 20:15, 30 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]