განხილვა:გამოცხადება იოანესი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:აპოკალიფსი)

სტატია წავიკითხე, მაგრამ ზოგი რამ ვერ გავიგე...აი მაგალითად ის რომ ეშაკეული 12 წლის ბავშვში ჩასახლდება, ეს სად წერია ხომ არ დააზუსტებ??? ან ის რომ, რუსეთი იქნება ერთადერთი მართლმორწმუნე ძალა ბოროტების წინააღმდეგ, ან ეს საიდან ამოიკითხე...იოანეს გამოცხადებაში ბევრი რამ არის დაშიფრული, შესაბამისად მისი გაგება ძნელია, ამიტომ ინფორმაციას დაზუსტება სჭირდება, უნდა მიუთოთო ვინ იწინასწარმეტყველა ყოველივე ზემოთ დაწერილი ან ვის მიერაა გაშიფრული ეგ ინფორმაცია... გირჩევ გადახედო ამ სტატიას --Misho 06:37, 3 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ხომ არ გადავამისამართო ”იოანეს გამოცხადება”-ზე, ან ”გამოცხადება იოანესი”??/ --Misho 14:25, 5 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) - ალ-ო     @ 15:29, 5 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სტატიას საფუძვლად უდევს თვითონ წიგნი "იოანეს გამოცხადება" და საპატრიარქოს მიერ შექმნილი ფილმი "ქვეყნის აღსასრული", ასე რომ მოწოდებული ცნობები არც ჭორებია და არც საიდანმე მოტანილი, ნამდვილადაა დასაზუსტებელი ფაქტები და უბრალოდ მოსარგებია ვიკიპედიის წესებზე, მაგრამ ის, რომ აქ რაიმე ტყუილი წერია, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. (ავტორი). რაც შეეხება რეგისტრაციას, რატომღაც არ მარეგისტრირებს, რამდენიმეჯერ ვცადე და ვერ მოვახერხე.

ხოლო რაც შეხება ფილმ "ქვეყნის აღსასრულს", აქ გამოყენებულია არამარტო "გამოცხადებაში" მოწოდებული ინფორმაცია, არამედ ის წინასწარმეტყველებებიც, რომელთაც სხვა წმინდანები გადმოსცემდნენ, ამიტომაც ბევრი ახალი და უფრო ზუსტი ინფორმაცია გვაქვს მეორედ მოსვლაზე და მანამდე განვითარებულ მოვლენებზე, მაგალითად ის, რომ ეშმაკი 12 წლის ბიჭში შევა, მოხდება საყოველთაო არჩევნები, სავარაუდოდ ანტიქრისტე მოვა მესამე მსოფლიო ომის შემდეგ და დაამყარებს "მშვიდობას"... რადგან ნაწინასწარმეტყველებია, რომ "იქნება ომები და ამბავნი ომისანი", და ამის შემდეგ გადაწყვეტენ აირჩიონ ერთი, რათა ომს ბოლო მოეღოს და მსოფლიომ ერთი მმართველის დაქვემდებარებაში მშვიდობიანად გააგრძელოს ცხოვრება, თანაც როგორც ჩანს მეორედ მოსვლამდე პერიოდი იმდენად საშინელი იქნება და იმდენად სასტიკი, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა, რადგან ვერცხლი და ოქრო უქმად ეყრება ქუჩაში, აღარავის დასჭირდება ის. ადამიანთა გვამებით იქნება მოფენილი ქუჩები და ა.შ.

ძალიან კარგი იქნება თუ დაინტერესებული პირები შეასწორებენ ან დამატებითი მასალით გაამდიდრებენ სტატიას. თუმცა მანამდე ყველას ვურჩევ "ქვეყნის აღსასრული" ნახოს.

ყველაფერი ეს გადამოწმებადი უნდა იყოს ლიტერატურაში. ამიტომ ყოველ ასეთ მტკიცებას უნდა მიუწეროთ რომელ გვერდზე და რომელ გამოცემაში არის მითითებული ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი "ფაქტების" უმრავლესობა წასაშლელი იქნება. - ალ-ო     @ 21:32, 5 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქრისტიანული მოძღვრება ანტიქრისტეს შესახებ ამ სტატიას გადახედე, აი ასე უნდა იყოს დაწერილი შენი სტატიაც და არა სხვანაირად. იმის მტკიცება რომ რუსეთი და 12 წლის ბიჭი ამ მხრივ ცოტა არ იყოს არაენციკლოპედიურია, უნდა დაასაბუთო.


გადამოწმებადობა[წყაროს რედაქტირება]

სტატიის ბოლოში მოყვანილი ფაქტები შეესაბამება (ბერძენ, რუს და ასევე ქართველ) წმ. მამათა წინასწარმეტყველებებეს. მართალია თავათ იოანეს გამოცხადებაში ამდენი დეტალი არ წერია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში წმინდანებს ჰქონდათ ღვთიური გამოცხადებები, სადაც ეუწყებოდათ ამა თუ იმ მოვლენის საიდუმლოებანი. რაც მთავარია, წმინდანთა წინასწარმეტყველური სწავლებები ერთმანეთს ემთხვევა და ერთმანეთს ავსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში წმ. მამებს ეს არ გამოეპარებოდათ და აუცილებლად ამხელდნენ. ყოველივე ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს XXს უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი. --Zetalion 17:41, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

იმას, რაც ბოლოს წერია, არავითარი კავშირი არ აქვს იოანეს გამოცხადებასთან და არც ენციკლოპედიურია და სასწრაფოდ წასაშლელია. - ალ-ო     @ 17:53, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]


რაც შეეხება რუსეთს... რუსეთი ყველაზე ძლიერი მართლმადიდებლური ქვეყანაა და მან უნდა ირგვლივ გააერთიანოს მართლმადიდებლური ქვეყნები, მაგრამ ეს არ მოხდება რუსეთისთვის უმტკივნეულოდ. რუსებმა თვითონ უნდა მოინანიონ ჯერ და უარი თქვან თავიანთ იმპერიულ ზრახვებზე. როგორც წმ. მატრონა, წმ. პელაგია რიაზანელი და წმ. ლავრენტი ჩერნიგოველი ადასტურებენ, რუსეთში კატაკლიზმები გარდაუვალია. რუსეთის ფედერაცია ძლიერ დაპატარავდება ტერიტორიულად. ამის შემდეგ ალბათ რუსები მოინანიებენ და კვლავ აღადგენენ მონარქიას. მეფე საქართველოშიც იქნება. მეფის გარეშე საქართველო არ გაბრწყინდებაო, თქვა მამა გაბრიელმა, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ვიცით ვინ იქნება ეს მონარქი. და რა თქმა უნდა ივერიის ხატი უნდა დაბრუნდეს და ანჩისხატი მუზეუმიდან ისევ ეკლესიაში უნდა გადააბრძანონ. საერთოდ, უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ წმინდანების, კონკრეტულად კი მამა გაბრიელის სწავლებებზე მომზადდება ამგვარი სტატიები. --Zetalion 17:55, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!“ (წმ. კირილე იერუსალიმელი)

aqedan? ise Cipebze saintereso iyo:)--გიორგი    , 17:57, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

რას ნიშნავს აქედან?! რა თქმა უნდა აქედან აბა როგორც, იქნებ ჯერ გამოცხ. გადახედო ვაპაჭუნებ--მიშა () 06:32, 25 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს არის ენციკლოპედია. ამიტომ, სტატია უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ნეიტრალური.--გიორგი    , 18:00, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

აპოკალიფსი ძლიერ რთული თემაა, მაგრამ შეგვიძლია ეს წინასწარმეტყველებები ცალკე სტატიაში მოვათავსოთ შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით (ანუ მივუთითოთ რუსეთის და სქართველოს საპატრიარქოს გამოცემები, ათონის მთის ბერების სწავლებები და ა.შ.). --Zetalion 18:01, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეხლა ესქატოლოგიაზე ვამზადებ სტატიას და მერე შეიძლება დაიხვეწოს სტილიც და აქ მოყვანილი ინფორმაციაც. --Zetalion 18:04, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, მაგრამ აპოკალიფსიდან გადამისამართება გამოცხადება იოანესი-ზე რატომაა? თუ არ ვცდები, აპოკალიფსი უფრო ვრცელი თემაა, რომელიც გარდა რელიგიურისა, სხვა ასპექტებსაც შეიცავს. (მტ შორის თანამედროვე კულტურა, მითოლოგია და ა.შ.)--გიორგი    , 18:06, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქრისტიანული სტატია, ალბათ, ვერ იქნება ნეიტრალური, რადგან ყოველივე თვალნათლივ არის გარკვეული ბოლო 2000 წლის განმავლობაში. აი ესქატოლოგია კი ნამდვილად ნეიტრალურია და მოცემულია სხვადასხვა ცივილიზაციათა მრწამსი (რომელი უფრო სარწმუნოა, ყველამ თავათ უნდა განსაჯოს). --Zetalion 19:07, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ახალი ანდერძი-ს ნაცვლად უნდა იყოს ახალი აღთქმა. მეთანხმებით ალბათ. --Zetalion 20:16, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

სხვათაშორის, რუსულ ვიკიზეც, აპოკალიფსი და იოანეს გამოცხადება ერთიდაიგივე სტატიაა. --Zetalion 20:42, 24 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხომ გითხარით დომხალია მეთქი, რაც შეეხება Zetalion, იქნებ მიუწერო ყველანაირ წინასწარმეტყველებას, ვინ იწინასწარმეტყველა, შენ მაგიტომ მოგმართე დახმარებისთვის, იქნებ იცოდე, თორე ესე ვინ უნდა ენდოს, როდესაც არ წერია ვინ იწინასწარმეტყველა, ხო ხვდები... სხვა შემთხვევაში ამოვიღებთ მაგ ფაქტებს, რაც შეეხება ნეიტრალურობას, ეს ყველაფერი (იმ რუსეთის და ბავშვის გარდა და კიდე 1-2 რამის გარდა) პირდაპირ იკითხება ბიბლიის ბოლო თავში, სიტყვა-სიტყვით და მიკერძოება ჩვენი მხრიდან არაფერ შუაშია. წავიკითხავ ბოლომდე კომენტარებს და გაგცემთ პასუხს.--მიშა () 05:16, 25 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართებები მე გავაკეთე, იმიტომ, რომ თავიდან ერქვა აპოკალიფსი (და საუბარი წიგნზე იყო), რაც არ მომეჩვენა სწორად, მე გავაკეთე 2 გადამისამართება - გამოცხადება იოანესი და იოანეს გამოცხადება, მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ ეს 1 სტატია 2 სრულიად განსხვავებულ თემას შეიცავს. აპოკალიფსი უფრო სტატიის ბოლო ნაწილი უნდა იყოს, იოანეს გამოცხადება - დანარჩენი, ჩემი დაწერილი აპოკალიფსამდეა. --მიშა () 05:07, 25 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი Zetalion ყველაფერში გეთანხმები, რაც თქვი, მაგრამ იქნებ, ასე ვთქვათ, მიახლოებით მაინც მიუწერო ყველაფერს ვინ იწინასწარმეტყველა (იოანეს გარდა) და საერთოდ მივხედოთ ამ სტატიასაც --მიშა () 05:16, 25 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

მაშინ, ამ დღეებში წმ. პელაგია,ს წმ.მატრონას და ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველის (+) სტატიები უნდა დავწერო და შემდეგ უკვე გარკვეული იქნება წყაროები თავათ ვიკის სტატიებშივე. --Zetalion 08:42, 25 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის სტატიები წყაროებად არ გამოდგება. ნებისმიერ მტკიცებას ან ფაქტს სჭირდება გარე სარწმუნო წყაროს მითითება ამ კოდით: <ref>აქ ჩასვით წყაროზე ბმული</ref>. - ალ-ო     @ 15:23, 26 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]


გაკეთდა თუმცა სამწუხაროდ სქოლიო სრულყოფილი არაა. ახლა მკითხველისათვის ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ქვეთავი ”შინაარსი” ბიბლიას სრულად ეფუძნება. ყოველივე ამის დასტურად როგორც იოანეს, ისევე ძველი აღთქმის სხვადასხვა წინასწ. წიგნები გამოვიყენე (მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ”გამოცხადების” გამოყენება ამ საქმეს სრულად კმაროდა), ანუ შევეცადე კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი იმისათვის, რომ ძველი და ახალი სჯული განუყოფელია, რომ ორივე სულიწმინდის შთაგონებითაა დაწერილი. --მიშა () 13:21, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]