განხილვა:ანდრანიკი (მთა)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ანდრანიკი (მთა)“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
ქართულ-სომხური ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

თუ შეიძლება ვინმემ მითხრას თუ ეს მთა (ანდრანიკი) ნამდვილად მდებარეობს (და თანაც ერთდროულად) შირაკისა და ლორეს პროვინციებში და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში, მაშინ რითი განსხვავდება იგი მთა ლეილისაგან? სომხებს თავიანთ გვერდზე ამ მთის კოორდინატები მაინც მიეწერათ. სომხები ლეილის მთას ხომ არ უძახიან ანდრანიკის მთას. ეს ვერსია იმიტომ გამოვთქვი, რომ სომხურ ენაზე არ არსებობს (შესაძლოა ჯერ-ჯერობით) მთა ლეილის შესახებ სტატია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:30, 3 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, საქართველო–სომხეთის საზღვარზე ჰიფსომეტრიულად რამდენიმე ნიშნულია 3000 მ-ზე მაღლა, ლეილის ჩათვლითა და კიდევ რამდენიმე მწვერვალის სახით, მაგრამ ასეთი მსჯელობა პირდაპირ კავშირშია ვპ:აოკ-თან. გასაგებია, რომ წყაროების დეფიციტია, თუმცა ამ ეტაპზე სხვა წყარო არ ჩანს. სტატიის აღება უკეთესი ვარიანტია მკითხაობასთან შედარებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. - OTOGI Messages 10:38, 4 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
თქვენ რასაც ამბობთ ჩემთვის ყველაფერი საკმაოდ კარგად არის გასაგები. მე მხოლოდ ერთ რამეზე ვამახვილებ ყურადღებას, კერძოდ: ეს მთა ერთდროულად მდებარეობს:
  • 1) საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე
  • 2) შირაკისა და ლორეს პროვინციების ადმინისტრაციულ საზღვარზე
  • 3) სამცხე-ჯავახეთის მხარისა და ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე

ხედავთ რამდენი სახელმწიფო და ადმინისტრაციული ერთეულების თანხვედრაა. ასეთი წერტილი (მთა, მწვერვალი, მღვიმე, წყარო, ...) ჩემი აზრით შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. რადგან მთებზეა საუბარი ან ლეილი, ან ანდრანიკი. ჩემი აზრით რადგან არ გვაქვს სარწმუნო წყარო გვქონდეს ორივე გვერდი (ლეილიც და ანდრანიკიც), ეს არაფერს არ აშავებს. უბრალოდ მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ ვინმე ვიკიპედიელმა (ამ საქმეში არააქტიურმა) ან არავიკიპედიელმა შემთხვევით რომ დაუწკაპუნოს ორივე გვერდს ხომ დაეჭვდება ამ ორი გვერდიდან მინიმუმ ერთ-ერთის სისწორეში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 07:15, 5 ნოემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

შესწორდა სტატია. - OTOGI Messages 19:03, 28 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]