განხილვა:ანა მარია ლუიზა მედიჩი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Rezo1515: წერე ქართულად და სტატიიდან ამოიღე კურფიურსტინა.--ცანგალა 10:12, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, მარგამ კურფიურსტინა სადაურია? მითხარით როგორ იქნება ქართულად ეს წოდება და ისე ჩავწერ--Rezo1515 განხილვაწვლილი 10:30, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებლის განხილვა:Zangala#კურფიურსტი — გიპასუხე. კურფიურსტინა (Курфюрстина) — რუსულია. აქაც იგივეს დავწერ გერმანულ და რუსულ ენებს აქვთ სქესი, რაც ქართულში არ გვაქვს. ამიტომ კურფიურსტი იქნება და არავითარი რუსული ფორმა კურფიურსტინა. ნუ ვამახინჯებთ ქართულ ენას.--ცანგალა 10:49, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ქალბატონო ცანგალა, დამერწმუნეთ, ქართული ენის დამახინჯება ჩემი მიზანი არაა. ისიც გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს სქესთა ისეთი განსაზღვრება როგორიც მაგალითად გერმანულს ან რუსულს, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. კურფიურსტინა თუ რუსულია, მაშინ იყოს კურფიურსტინ-ი (გერმ. Kurfürstin), რომელიც გერმანულიდან გადმოვა. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ გერმანული წოდებებია?, რატომ უნდა ვთარგმნოთ მამაკაცის წოდება გერმანულიდან და ქალის არ ვთარგმნოთ?. აქვე ავღნიშნავ, რომ რუსიფიკაციასთან დაკავშირებულ თქვენს პოზიციას მეც ბოლომდე ვიზიარებ, პატივისცემით--Rezo1515 განხილვაწვლილი 11:04, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
Kurfürst — კაცი, Kurfürstin — ქალი. გერმანულ ენაში სქესი არსებობს. @Rezo1515: მაგ. He, she(ინგლ.) er, sie (გერმნ.) он, она (რუს.) — ქართულად როგორ თარგმნი?--ცანგალა 18:14, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
აი ეს ნამდვილად სულ სხვა რამაა. ზოგად გრამატიკაში დამკვიდრებული ნორმები და ისტორიული წოდებები ერთია?, ყველა წოდებას აქვს ორივე სქესის ვერსია, მაშინ ამოვყაროთ ქალების წოდებები, როგორებიცაა ჰერცოგინია, გრაფინია, ერცჰერცოგინია, ლანდგრაფინია და ა.შ. კურფიურსტი კაცის წოდებაა და მისი ქალთან გამოყენება მართებული არმგონია, ეს იგივეა ავსტრიელ პრინცესებთან ერცჰერცოგინიის ნაცვლად ერცჰერცოგი რომ დავწეროთ, ამ შემთხვევაში მართებული იქნება?, ესეც ისეთივე წოდებაა როგორც ყველა სხვა დანარჩენი და ვერ ვიგებ მისი ქალის ვერსიის გერმანულიდან (რუსულიდან გადმოტანას არც მე ვემხრობი) გადმოტანას რატომ აპროტესტებთ. რადგან ქართულ ენაში სქესის განსხვავება არ არსებობს ამიტომ ქალის ევროპული წოდებები უნდა უარვყოთ და ისინი კაცებივით მოვიხსენიოთ?, არც პრინცესაა ქართული და მაშინ პრინცესებიც პრინცებად, ან პრინცის ცოლებად დავწეროთ. შეიძლება კურფიურსტინა რუსული იყოს, რა შემთხვევაშიც კურფიურსტინ-ი იქნება სწორი, გერმანულზე დაყრდნობით. --Rezo1515 განხილვაწვლილი 18:56, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, მოიტანე წყარო, სადაც დაგვანახებ, რომ „კურფიურსტინა “ დამკვიდრებულია ქართულ ენაში და პრობლემა არ იქნება ვიკიპედიაში კი ჩვენ არაფერს არ ვამკვიდრებთ.--ცანგალა 19:15, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე არაფრის დამკვიდრებას არ ვცდილობ, ქართულში კი კურფიურსტების ცოლებზე ნამდვილად არაფერი წერია და ამის გამოა ახლა ეს საკითხი პრობლემა. თავად ეს სტატიაც, და სხვა ყველა კურფიურსტის ცოლზე არსებული სტატია სხვა ვიკიპედიიდან მაქვს ნათარგმნი, სადაც მაგალითად ინგლისურში Electress-ს უწოდებენ ლათინურზე დაყრდნობით, მაგრამ ვინაიდან გერმანული წოდებაა ვიფიქრე გერმანულიდან აჯობებდა გადმოტანა. ამრიგად, ქართული წყარო არ არსებობს სადაც კურფიურსტინ-ი წერია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ქართულში არც იმ ქალებზე წერია არაფერი, ვინც ამ წოდებას ფლობდა. ახლა თქვენ იცით, თუკი ქალების კაცებივით მოხსენიება ქართულ ნორმებს შეესაბამება იყოს კურფიურსტი. --Rezo1515 განხილვაწვლილი 19:25, 2 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]