განხილვა:ალექსი (მოლჩანოვი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ალექსი II (მოლჩანოვი))

მე რომ მკითხოთ ენციკლოპედიური ასე უფროა: ალექსი I (ეგზარქოსი) და ალექსი II (ეგზარქოსი). ამიტომ ასე უეცრად გადატანა არ შეიძლება. ეს დაუწერელი კანონია ვიკიში. :) --ჯაბა 1977 09:04, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

აბა სახელი და გვარებიო ფრჩხილებშიო? ვიფიქრე გარკვეული იყო და აღარ შევაწუხე საზოგადოება. ანუ სასულიერო პირზე სახელი № (გვარი) ესე არაა ყველგან?--Surprizi განხილვაწვლილი 09:09, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ ჩემთვის სულერთია, უბრალოდ დავალაგებ სახელებითთქო საბოლოოდ და ნორმალურადთქო და... მაშ ეგ საქმე თქვენთვის მიმინდვია, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და არავის გამოვეკიდები. რასაც ჩათვლით ის დაუტოვეთ.--Surprizi განხილვაწვლილი 09:16, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალიან ბევრი სტატია არსებობს მსგავსი სახით: პეტრე I (კათოლიკოსი), სამოელ I (კათოლიკოსი), გაბრიელ I (კათოლიკოსი), თავფაჩაგ I (კათოლიკოსი)...გამომდინარე აქედან ყველას გადატანა მოგიწევს. რადგან ამდენ სტატიას ეხება სჯობს ჯერ ვიკითხოთ ხოლმე. საკუთარი ხედვით რომ ხდებოდეს სათაურების გადატანა კი მიმიხვდებით სად წავა ვიკიპედიის საქმე. :) --ჯაბა 1977 13:35, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

როგორ ფიქრობ, რატომ წერია სათაურებად პეტრე I (კათოლიკოსი), სამოელ I (კათოლიკოსი), გაბრიელ I (კათოლიკოსი), თავფაჩაგ I (კათოლიკოსი)... და არა პეტრე I (ჩხიკვაძე), სამოელ I (ლაბაძე), გაბრიელ I (ტუღუში), თავფაჩაგ I (სააკაშვილი)...? პასუხს ალბათ ხვდები. ჩვენ მათი გვარები არ ვიცით და იმიტომ ;) რაც შეეხება ეგზარქოსებს. ეგზარქოსები რუსეთს ბევრ საეგზარქოსოში ყავდა სახელად ალექსი, ამის გარდა არის სხვა ეკლესიების საეგზარქოსოები სადაც მოიძებნება ეგზარქოსი სახელად ალექსი. და რაც ყველაზე მთავარია ამ ლოგიკით ამათ ეგზარქოსი კი არა და საქართველოს ეგზარქოსი უნდა დავუწეროთ. მარა კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ ისინი ეგზარქოსები იყვნენ იქს პერიოდი, ზოგი ეგზარქოსობაში მოკვდა ზოგმაც კარიერა გააგრძელა და სხვა სიმაღლეებს მიაღწია. აი მარტივი შეკითხვა: როცა საუბარი იქნება ალექსის მოღვაწეობაზე ამა თუ იმ რუსეთის სხვა ეპარქიაში მღვდელთმთავრად იქაც ეგზარქოსი რატომ უნდა ვწეროთ? ანუ ეგზარქოსი ესაა სერჩის პონტში დამხმარე ქართველი მკითხველისთვის და ნაკლებადაა ენციკლოპედიური, თან როცა ვიცით გვარი. ისევ და ისევ თუ თქვენ ჩათვლით უპრიანად.... მაშინ ილია II-საც გადავუკეთოთ სახელი. ამის გარდა შეგიძლიათ გადახედოთ სხვა სახელწოდებებსაც (აქ) სადაც სიტყვა კათალიკოსი ან არ წერია ან უბრალოდ გვარია მითითებული--Surprizi განხილვაწვლილი 16:10, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ილია II რა შუაშია ვერ გავიგე? აქ წესი მოქმედებს, როდესაც შესაძლებელია ფრჩხილების თავიდან აცილება მას არ ვწერთ. დაგიჯერე, გადავხედე მაგ თარგს და აღმოვაჩინე ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი), მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი), კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი), ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი), ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი), ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)... რავი ამათი გვარები კი ვიცით..... --ჯაბა 1977 17:47, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ აშკარად სხვადასხვა რამეების ნახვა გვსურს აქ. მე პირადად ვხედავ თქვენს მიერ ჩამოთვლილი და მშვენივრად მიწერილი ტიტულების გარდა სხვა რამეებსაც. ვერ ვხვდები ამას რისთვის აკეთებთ? იმისათვის რომ მკითხველს დემაგოგი და ცხოვრების გამრთულებელი არ ვეგონო გაწვდით იმ ჩამონათვალს რომლებიც ვერ შენიშნეთ:

|ჯგუფი3= ერთიანი საქართველოს კათოლიკოსები
და კათოლიკოს-პატრიარქები
|სია3=

|ჯგუფი4 =საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები
ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ
|სია4 =

|ჯგუფი5 =დასავლეთ საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქები
|სია5 =

მგონი საკმარისია :) თუ თქვენ გააგრძელებთ სახელწოდებების ცვლილების მაგივრად ჩემთვის "პასუხების გაცემას" ჩავთვლი რომ ჩვენი საუბრის გაგრძელებას აზრი არა აქვს--Surprizi განხილვაწვლილი 18:54, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

მიშა, ვერ გავიგე რას აკეთებ. ნუთუ ვერ მიხვდი იმას რა მინდა? სახელების სტანდარტიზებაა საჭირო და ამაზე უნდა შევთანხმდეთ თუ სასულიერო პირები როგორ დაიწეროს. შემდეგ კი უნდა ჩაიწეროს აქ, თვითნებურად ამ საკითხის გადაწყვეტა კი არ მიმაჩნია სწორად. --ჯაბა 1977 19:34, 13 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

არაფერი უბრალოდ დაგანახე რომ მარტო კათალიკოსები არ ეწერა ჩამონათვალში, ამის დანახებას ვცდილობდი. მე შესაბამისად, რასაც ვაკეთებდი ქართველი ეპისკოპოსების შემთხვევაში, სადაც ეწერა მეუფე დიმიტრი, მეუფე იობი... გადავაკეთე დიმიტრი (...ძე), იობი (...შვილი). შესაბამისად გადავერთე ეგზარქოსებზეც. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: ან ამოსავალ წერტილად ვიღებთ საზოგადოების ინტერესს ან ამოსავალ წერტილად ვიღებთ ენციკლოპედიურ წყობას. საზოგადოებისათვის შენებური მიდგომა სრულებით ნორმალურია და მისაღები, მაგრამ ენციკლოპედიური წყობა კი ჩემი აზრით უნდა იყოს სახელი № (გვარი ან ტიტული გვარის არარსებობის შემთხვევაში). ჩემი აზრით ილია II უნდა იყოს ილია II (შიოლაშვილი), იმიტომ რომ თუ ისე მოხდა რომ ილია II მთელ მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა ის აუცილებლად იქნება. რატომ არ დავიწყოთ დღეს ფიქრი იმაზე რაც ხვალ გამოგვადგება? ამის გარდა გისვამთ შეკითხვას, დავუშვათ ადამიანი ჯერ იყო აფხაზეთის კათალიკოსი, მერე კათალიკოს პატრიარქი, მერე ეგზარქოსი, ბოლობოლო ვინ იქნება ის? თუ გავითვალისწინებთ ქართულენოვანი საზოგადოების ინტერესს რომელიც წარმოადგენს ჩვენივე ვიკიპედიის მკითხველს მაშინ ჩვენ უნდა ავეწყოთ საზოგადოების სურვილებზე, მაგრამ ეს ენციკლოპედია არ იქნება. მე პირადად ვფიქრობ რომ ნებისმიერი იერარქი უნდა იწერებოდეს სახელით და გვარით. აი რუსებს დიდი ხანია მიხვდენნ რომ რიგითი ადამიანები უნდა იწერებოდნენ მამისსახელიტაც მაგრამ ჩვენ ამისათვის საკმაო ბაზა არ გვაქვს და რაც გვაქვს იმითაც გავდივართ ჯერ ჯერობით ფონს. ხოლო რაც შეეხება იერარქებს, მანდ რაც ზემოთ ვთქვი ის მიმაჩნია უპრიანად. ისევ და ისევ სიტყვა ეგზარქოსი ეს მხოლოდ ძებნისთვისაა და არა ენციკლოპედიურობისათვის. ჩვენ კი ენციკლოპედიურობაზე გვაქვს პრეტენზია! იმავე თარგში ზემოდან გვიწერია ასე: კირიონ II საძაგლიშვილი ლეონიდე ოქროპირიძე ამბროსი ხელაია ქრისტეფორე III ციციშვილი კალისტრატე ცინცაძე მელქისედეკ III ფხალაძე ეფრემ II სიდამონიძე დავით V დევდარიანი ილია II შიოლაშვილი და მე ეს უფრო ენციკლოპედიურ ენად მიმაჩნია და რა ვქნა.--Surprizi განხილვაწვლილი 05:34, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

მაგ სიას დამერწმუნე კარგად ვიცნობ, ამიტომ მაგხელა სიის განხილვაში დაწერა არ იყო საჭირო. რაც შეეხება საქმეს. ჩვენ გვაქვს წესი: ფრჩხილების აშორება სადაც შეიძლება ფრჩხილებს არ ვწერთ. ილია II-ის შემთხვევაში კატეგორიულად არ დაგეთანხმები. საზოგადოებისთვის მარტივად მოსაძებნი, რომ იყოს ვიკიპედიას აქვს გადამისამართების ფუნქცია. მამის სახელზე უკვე კარგა ხანია შევთანხმდით, რომ არ დაიწერება სათაურში. თუ ადამიანი გამოიცვლის რამდენიმე თანამდებობას, მათ შორის უმაღლესი უნდა ეწეროს სათაურში. საერთოდ სჯობს ჯერ დღევანდელზე ვიფიქროთ, მომავალში რა იქნება ეს მერე გადავწყვიტოთ. --ჯაბა 1977 05:45, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. ენციკლოპედიურობა საჭირო სათაურში კი არა ტექსტის შინაარსშია, სამწუხაროდ განსაკუთრებით რელიგიური თემები გვაქვს ენციკლოპედიურ ტექსტს ძლიერ აშორებული, ჩემი აზრით სჯობს ამაზე ვიზრუნოთ, ვიდრე სათაურის ენციკლოპედიურობაზე. --ჯაბა 1977 05:47, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]
კაი ეს ეგზარქოსები (ალექსი I და ალექსი II) დააბრუნეთ პირვანდელ სახელწოდებებზე, მე მაგის ფუნქცია არ მაქვს--Surprizi განხილვაწვლილი 06:04, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

მიშა ვერ გამიგე, მე კონკრეტული ეგზარქოსების სათაური არ მადარდებს. მე მინდა წესი შევიმუშაოთ, არა მხოლოდ მე და შენ და ეს წესი დამკვიდრდეს ვიკიში. --ჯაბა 1977 06:20, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. მე ბოლო საუბრის მერე ბევრი ვიფიქრე და დავედი ერთ დასკვნაზე, რომ თითოეული იერარქს ან იერარქთა ჯგუფს ცალკე დასჭირდება გადევნება. მართალი გითხრა ყველაფერს რომ გადავხედე გამოვიდა რომ რომის პაპი ფრანცისკე უნდა დაიწეროს - ფრანცისკე (ბერგოლიო) არადა სახელწოდებაში რომის პაპის ჩასმა აუცილებელია... ფრანცისკესთან რომის პაპის მითითება თუ ნომერაცია ექნება, თავადვე განსაზღვრავს მის გვარსაც. ანუ რომის პაპის შემთხვევაში სანამ ის პაპზე დაბალი ჩინის მატარებელია კარდინალი ან სხვა უნდა დაიწეროს ფრანცისკე (არვიცი). ან იერარქი მღვდელთმთავარი რომ არის მართლმადიდებლურ იერარქიაში, სახელში რა უნდა მიეთითოს: ეპისკოპოსი, მეუფე, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, თუ სხვა მიახლოებითი სახელწოდება? მეუფე იობი (აქიაშვილი)? ამ შემთხვევაში ის ეპისკოპოსია, ქორეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, თუ მიტროპოლიტი სახელი მეუფე ერგება ყველაფერს, თან თუ გვყავს რამოდენიმე მეუფე გიორგი ისტორიის მანძილზე გვარი არის გამიჯვნის და ამორჩევის კარგი საშუალება. მაგრამ გიორგი ეპისკოპოსი მეუფედ გასულ საუკუნეებში არ გამიგია რომ ეხსენებინათ. ან არ მახსოვს.... ფაქტია რომ ეპისკოპოსი გიორგი ბევრი იქნება პლანეტაზე. არადა არც ბევრი წერა მინდა სათაურშიც.

ისე კი გამოსავალი არსებობს! თუ არსებობს ორი მიმართულება რიგითი იუზერისა და ენციკლოპედიურობის, იუზერის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს სერჩის გრაფაში ან გუუგლში მისებური ჩაწერისას ვიკიპედიაში ძირითად სახელზე გადამისამართებით, ხოლო ძირითადი სახელი კი იყოს ენციკლოპედიურად ჩამოყალიბებული. დავუშვათ რომელიმე სასულიერო პირი არის დიაკვანი ან მღვდელი ან დეკანოზი ან ბერი, მოკლედ ის ვინც "მამის" ტიტულს ატარებს, სხვაა ეპისკოპოსების ხარისხები, რომელთაც ყველას "მეუფე"-თი სახელსდებენ. სხვაა კათალიკოს-პატრიარქი რომელსაც "უწმინდესი და უნეტარესით" ან უბრალოდ "უწმინდესად" მოიხსენიებენ. მოკლედ ჩვენთვის მთავარია მივიდეთ სათაურის იმ ძირითად ფორმულასთან რომელსაც ყველას მიმართ თანაბრად გამოვიყენებთ. მე კიდევ ვიფიქრებ...--Surprizi განხილვაწვლილი 07:31, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ძველ დროს მეუფის მაგივრად ბოლო საყდრის სახელით იხსენებდნენ მაგალითად - კვირიკე ბანელი. აქ მეუფე კვირიკეს წერა არაა აუცილებელი. ანუ იმ ეპოქაში ალბათ მღვდელთმთავრობის სტატუსი საყდრის სახელწოდებით უნდა გადაიჭრას და გადაჭრილიცაა. აბუსერიძე ტბელი, აქ ტბელი ტბეთის საყდრის სახელია. საინტერესოა როგორაა გადაჭრილი ეს თემა დაბალი იერარქის შემთხვევაში გასულ საუკუნეებში. ანუ როგორც ჩანს ჩვენ მღვდელთმთავრებზე გვექნება ახალი და ძველი თაობის მღვდელთმთავრები. ძველები სახელიდებიან ბოლო საყდრის ან ცნობადი სახელებით, ხოლო ახლები (1917 წლიდან) კი მეუფეთი?--Surprizi განხილვაწვლილი 07:42, 14 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]