განხილვა:ალექსანდრ კოკორინოვი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსე ტ. 5 გვ. 575 ალექსანდრე ფილიპეს ძე კოკორინოვი.--ცანგალა () 14:10, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჰუმბოლდტი რატომ არ არის ალექსანდრე? ა.

სპეციალურად გავაკეთე სასწრაფოდ ჰუმბოლდტის გადამისამართება, რომ მეცნიერების მიერ დამკვიდრებული რუსული და არა რუსული სახელი როგორ არის ქართულ ლიტერატურაში. --ცანგალა () 20:15, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სწორედ მაგასაც ველოდი. საქმე იმაშია, რომ - რატომ დაადგინეს ასე, თვით ეს მეცნიერები ვერ აგიხსნიან. ან შერცხვებათ ნამდვილი მიზეზი გითხრან - პარტიის პოლიტიკა იყო - რუსული ქართულისთვის უცხო ენა არ უნდა ყოფილიყო, უფრო მეტიც, რუსიფიკაციის დაჩქარებით, ქართული სახელებიც კი რუსული ვარიანტით უნდა დამკვიდრებულიყო. სულ მთლად ვერ მოასწრეს, მაგრამ ეს უაზრო გადმონაშთი კი დარჩა. - ალ-ო / 22:39, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

Alexander Kokorinov - ასე წერენ ინგლ. თავისი წესის მიხედვით და არა Alexandr (როგორც რუსულშია). ინგლ.-ში "ე" დაამატეს "დ" და "რ" შორის, ხოლო ქართულში ინგლ.-ზე ნაკლები რითი ვართო და ბოლოში დაურთეს. :))) Alexander von Humboldt - ალექსანდერ "ე" ან "ი" დამატება დართვა ალბათ ქართულ ენაში გაუმართავია. პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კეთდებოდა ქართული ენიდან გამომდინარე (ჩემი აზრით). --ცანგალა () 10:17, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრა, დასკვნა რის საფუძველზე გააკეთე ვერ მივხვდი. აქ განხილვა იმაზეა, რომ ჰუმბოლდტის ალექსანდრე და კოკორინოვის ალექსანდრე ერთნაირად არ გადამოაქართულეს, რაშიც დიდ "მეცნიერულ" სიჭკვიანეს მე ვერ ვხედავ. არც ღირს ამის განხილვა აქ, წყლის ნაყვაა. "ენათმეცნიერული" აზრი გვჭირდება. - ალ-ო / 12:26, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]