განხილვა:ალექსანდროვკა (ბიჟბულიაკის რაიონი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფ. ბიჟბულიაი იხ. ბაშკირეთის რუკა ქსე, ტ. 2, გვ. 249, თბ. 1977. უნდა იყოს ბიჟბულიაქის რაიონი და არა ბიჟბულიაის რაიონი.--ცანგალა/ 21:33, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად (და თან ძალიან) მოძველებული ინფორმაციაა. ბაშკირულში არსებობს К к და Ҡ ҡ. ამათ შორის პირველი არის კ, ხოლო მეორე ქ. ამისათვის იხილე ეს სტატია. აღნიშნული სტატიის ბაშკირულ ვარიანტში წერია к - ანუ კ. --Wiki - ჯაბა 04:59, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
საერთაშორისო ფონეტიკური ანბანის მიხედვით, Ҡ-ს შეესაბამება /q/. ეს ქ არ არის. არის მაგარი კ, რომელიც გადადის ყ-ში. თურქული ენებიდან ძირითადად ყ-თი გადმოდის. К-ს შეესაბამება /c/ და /k/. ორივე ქართული ქ არის. პირველი უახლოვდება, მეორე პირდაპირ შეესაბამება ქართულს. გიო ოქრო 09:44, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

Стәрлетамаҡ გადმოიტანეთ როგორც სტერლითამაი და მაგ სტატიაში ҡ არის ქ და ამ სტატიაში არა? --Wiki - ჯაბა 11:49, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ეგ სათაური არ მგონია სწორად იყოს გადმოტანილი (მაგ., ტ და თ). გიო ოქრო 11:57, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე ტ-ზე და თ-ზე არ ვამახვილებ ყურადღებას, თუმცა ეგეც მისახედია. --Wiki - ჯაბა 12:02, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტერლითამაი იხ. ბაშკირეთის რუკა ქსე, ტ. 2, გვ. 249, თბ. 1977. იგივე წერია, საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში. გვ. 194, თბ. თბ. 1987 რაღაცას უნდა დავუჯეროთ, როდესაც სპეციალისტები არ ვართ.--ცანგალა/ 12:07, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]