განხილვა:ალაზნის ვაკე
თემის დამატება| ეს არის განხილვის გვერდი, სადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ სტატია ალაზნის ვაკე-ს შესახებ. ეს არ არის ვიკიპედიის ფორუმი, სტატიის თემის განხილვის ზოგადი ადგილი. |
სტატიის პოლიტიკა
|
| იპოვეთ წყარო: Google (წიგნები · სიახლეები · გაზეთები · აკადემიური ძიება · გამოსახულებები · WRS) · DuckDuckGo · Bing · FENS · JSTOR · NYT · ვიკიპედიის ბიბლიოთეკა |
Untitled
[წყაროს რედაქტირება]ისე სხვათაშორის უფრო სწორია ალაზნის ვაკე. მიზეზი - 1) ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით ვაკე ეწოდება იმ ბუნებრივ უბანს რომელიც ზღვის დონიდან ვრცელდება 200 -იდა 500 მ-მდე. როგორც ცნობილია ალაზნის ვაკის სიმაღლე 200-470 მ-ია ზღვის დონიდან - ანუ იგი ვაკე და ნაწილობრივ მთის ვაკეა. 2) აი გეოლოგიურად კი იგი არც ვაკეა და არც მითუმეტეს ველი - იგი დეპრესიაა (დედამიწის ქერქის დაძირული უბანი). აი ბოტანიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით კი - ველი ანუ ტრამალი. ანუ ხვდებით ხო, ველი ეს არის იმ მცენარეულობის ერთობლიობა, რომელიც დაშენებულია ვაკეებზე მ.შ. ამ შემთხვევაში - ალაზნის ვაკეზე. ველია დაშენებული ვაკეზე და არა ვაკე ველზე. დაბოლოს - მაშ რატომ ჰქვია ალაზნის ვაკეს ველი მაგ. ქსე-ში, რატომ და იმ დროს ქართულ საზოგადოებაში თვით ხალხი უწოდებდა ველს, რადგან ველივით გაშლილი და სხვ. და ასე დამკვიდრდა ქართულ სიტყვახმარებაში. მაგრამ რადგან ალაზნის ვაკე მოქცეულია მთლიანად ფიზიკურ-გეოგრაფიულ სივრცეში და არა მხოლოდ უფრო მართებული იქნებოდა მისი ვაკედ წოდება. ამიტომ მე სტატიებში ყოველთვის ვაკედ მოვიხსენიებ. თუ მეთანხმება ვინმე ყველა ჯერ ვაკედ მერე კი ველად მოვიხსენიოდ --Otogi განხილვაწვლილი 14:44, 15 ნოემბერი 2010 (UTC)
- ქსე, ტ. 1, გვ. 263, თბ., 1975 მიხედვით ველია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990 მიხედვით - ვაკე. --ცანგალა (გ) 17:42, 4 მაისი 2011 (UTC)
ანუ გადაგვაქვს ვაკეზე. — ჯაბა ლაბა 17:49, 4 მაისი 2011 (UTC)