განხილვა:აკირა კუროსავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყოფილი რჩეული სტატია აკირა კუროსავა არის ყოფილი რჩეული სტატია, რაც ნიშნავს, რომ მას რჩეული სტატიის სტატუსი ჩამოერთვა. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება რჩეული სტატიის კრიტერიუმებამდე, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ წარადგინოთ იგი რჩეული სტატიის კანდიდატად. შედარებით ძველი კანდიდატების ხილვა შეგიძლიათ ყოფილი რჩეულების არქივებში.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (25 თებერვალი, 2007).


Untitled[წყაროს რედაქტირება]

  • Symbol support vote.svg (მომხრე)--კარგია Dobo, 23 დეკემბერი 2006.
  • Symbol support vote.svg (მომხრე)--Ginevra 08:38, 21 იანვარი 2007 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) Zangala 10:40, 8 თებერვალი 2007 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - ჭანო 09:04, 21 თებერვალი 2007 (UTC)

კუროსავა აკირა თუ აკირა კუროსავა?[წყაროს რედაქტირება]

რაღაც ძალიან დავიბენი :) აკირა კუროსავა ვიცი მე, საიდან გახდა ეს კუროსავა აკირა? --გიგა 07:31, 25 ოქტომბერი 2007 (UTC)

დაბნევას ადგილი არ ჰქონდეს. უწინ ქართულ ვიკიპედიაში ვწერდით ჯერ გვარს, ხოლო შემდეგ სახელს. ამჟამად ჯერ სახელს და შემდეგ გვარს და სტატიაში ვურთავთ თარგს:DEFAULTSORT. --ცანგალა () 10:50, 25 ოქტომბერი 2007 (UTC)

au chemi azrit ase unda = kurosava akira (keti)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რამდენადაც გამიგია, იაპონლები პირველად გვარს ამბობენ და მერე სახელს, ქართულისთვის უფრო ბუნებრივია პირველად გვარი სახელი ვთქვათ, ან დავწეროთ, ხოლო შემდეგ კი სახელი გვარი. თქვენს ადგილას ორივე ვარიანტს გადავამისამართებდი და მორჩა, პრობლემაც აღარ იქნებოდა. თვითონ ამ სტატიას რაც შეეხება, მანდ პირველად სახელს და მერე გვარს დავწერდი, როგორც ეს ქართულისთვისაა ნორმალური. რათქმაუნდა ქართულშიც შეიძლება პირველად გვარის და მერე სახელის დაწერაც, მაგრამ მაშინ გვარის შემდეგ ყოველთვის მძიმე უნდა დავსვათ. პირველად გვარი და მერე სახელი ქართულში მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ ანბანური თანმიმდევრობით ჩამოწერენ პიროვნებების სიას. --pirtskhalava 19:09, 21 აპრილი 2008 (UTC)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შეცდომა მომივიდა პირველ წინადადებაში სწორი ვარიანტი იქნებოდა: რამდენადაც გამიგია, იაპონლები პირველად გვარს ამბობენ და მერე სახელს, ქართულისთვის უფრო ბუნებრივია პირველად სახელი ვთქვათ, ან დავწეროთ, ხოლო შემდეგ კი გვარი. პრინციპში იქვე, მეორე წინადადებაშიც ჩანდა წინააღმდეგობა, ანუ რას ვგულისხმობდი სინამდვილეში, როცა იმაზე ვწერ, თუ რომელი ფორმა არის უფრო ნორმალური ქართულისთვის. ცანგალას რომ არ ეთქვა გაუგებარი დარჩებოდა ხსენებული აზრი. ამიტომაა დაკვირვება საჭირო. მადლობა ცანგალას. --pirtskhalava 22:39, 21 აპრილი 2008 (UTC)

––––––––––––––––––––––

ამასობაში მე უკვე ველაპარაკე რამდენიმე ვიკიპედიელს. გადავფურცლე რამდენიმე წიგნიც: გერმანელები პირველად გვარს დაწერენ და მერე სახელს, მათ შორის დაისმის მძიმე. ვნახე გერმანელი სტაჟიანი გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის გამოცემული წიგნი "Georgische Schriftsteller" (Fährich, Heinz: "Georgische Schriftsteller A - Z"/Heinz Fährich. (Reihe Literaturwissenschaft) - Aachen: Shaker, 1993. ISBN 3-86111-682-0). ეს წიგნი წარმოადგენს ქართველი მწერლების შესახებ არსებული გერმანულენოვან ცნობარს, მაგრამ ასევე ქართულ ენაზეცაა მითითებული მწერალთა სახელები. პირველად უწერია გვარები და მერე სახელები, ხოლო მათ შორის მძიმეა.

ვიკიპედია:გვერდების სახელები - ეს ხომ გვიწერია.--ცანგალა () 19:16, 22 აპრილი 2008 (UTC)