განხილვა:ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიის მიხედვით, საქართველოს ეკლესიას მე-6 ადგილი უკავია დიპტიქში. ეს არასწორია: საქართველოს ადგილი დიპტიქში ტრადიციულად იყო მე-5, იერუსალიმის შემდეგ. საქართველოს შემდეგ მოდიოდა მოსკოვის საპატრიარქო. ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ რუსეთმა წინ წაიწია და საქართველო ამოვარდა. ავტოკეფალიის აღდგენისა და მოგვიანებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ აღიარებისას საკითხი დაისვა იმის შესახებ, თუ რა ადგილი დაეკავებინა საქართველოს ეკლესიას დიპტიქში. კონსტანტინოპოლმა საქართველო აღიარა ოდითგანვე ავტოკეფალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოგიკურად საქართველოს ადგილი მე-5 უნდა ყოფილიყო ისევ, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრარქმა ილია II-ს უარი უთხრა ამაზე და შესთავაზა მე-6 ადგილი რუსეთის შემდეგ. ილია II-მ პრინციპული უარი განაცხადა მე-6 ადგილზე და საქართველოს ადგილი დიპტიქში დატოვა ღიად. შედეგად საქართველოს ადგილი დიპტიქში დღემდე არაა განსაზღვრული, საქართველო ყოველთვის მოიხსენიება მე-9 ადგილზე, ყველა საპატრიარქოს შემდეგ - თუმცა ეს არ ითვლება მის ადგილად დიპტიქში. მაინტერესებს, რა წყაროზე დაყრდნობითაა საქართველო მე-6 ადგილზე? Deu. 06:00, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წყარო მანდაა მითითებული, საინტერესოა შენ რა წყაროზე დაყრდნობით ამბობ მაგას? --ჯაბა ლაბაძე 08:22, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
დავით, გეთანხმები. ზუსტად მასე ვიცი მეც... მე-6 ადგილზე მოგვიხსენიებს მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესია, რადგან მათ შემოგვთავაზეს ეს ადგილი, ხოლო ჩვენი პატრიარქის უარის მერე, საქართველო მოიხსენიება მე-9 ადგილზე... ანუ ყველა სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის შემდეგ... — GIO→13 08:35, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წყარო. --ჯაბა ლაბაძე 08:36, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ალბათ აქ ამ წყაროზე დაყრდნობით წერია... — GIO→13 08:39, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი ვარაუდია, მე-6 შეიძლება იმიტომ წერია, რომ საპატრიარქო ეკლესიები (ყველაფერში დამოუკიდებლები) მსოფლიოში მხოლო 6-ია და ამ ექვსეულის ბოლოს წერია... — GIO→13 08:44, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა, აშკარად 9 არის, სერბეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმაც მიიღის მსოფლიო პატრიარქისგან აღიარება... აუ, დავიბენი :( — GIO→13 08:52, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ალბათ კი არა მაგ წყაროზეა დაფუძნებული ეგ ცხრილი. მე ვითხოვ თქვენგან წყაროებს. მე ვიცი და ასეაო ასე არ ხდება ვიკიპედიაში რაღაცეების შეცვლა. და კიდევ თუკი კონსტანტინოპოლის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესია მეექვსე ადგილზე. ესეც საკმარისია იმისათვის რომ ეწეროს მეექვსე ადგილზე (თუმცა პატრიარქის უარის მიზეზიც მხედველობაშია მისაღები). --ჯაბა ლაბაძე 08:53, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მესმის, ჯაბა და არც იმას ვამბობ მეცხრეზე დავწეროთ-თქო. მე საერთოდ ისტორიული მე-5 ადგილი გამიხარდება, მაგრამ ამას მე-8 მსოფლიო კრება სჭირდება... უბრალოდ რაც ვიცოდი, ის დავწერე, თორემ მართლა არ მესიამოვნება საქართველოს ეკლესია თუნდაც ბულგარეთის მერე ეწეროს... — GIO→13 09:05, 5 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა და გიო,
აქ საჩხუბრად არ დამიწყია გამოკითხვა :).
გიო, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოგვიხსენიებსო მე-6 ადგილზეო, ეგ დიდი შეცდომაა, პირიქით, კონსტანტინოპოლი არ მოგვიხსენიებს. ასევე არასწორია, როდესაც ვამბობთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილება საკმარისია, რომ ეს ასე ეწეროს — კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქად მოიხსენიება, არაა ლიდერი და მეტი უფლებების მქონე პატრიარქებს შორის. მისი უფლებები სამართლებრივად ყველა სხვა პატრიარქის უფლებებს უთანაბრდება (მცირე გამონაკლისის გარდა, რაც ჩვენს შემთხვევასთან არაა დაკავშირებული).
მოკლედ, მე ამ საკითხთან მაქვს პირდაპირი შეხება, რადგან ჩემი სამომავლო პროფესიაც დაკავშირებულია საეკლესიო სამართალთან. რადგან ცოტა სადავო გახდა საკითხი, შევეცდები უფრო დეტალურად ავხსნა.
იყო ეგეთი შემთხვევა, რუსეთის ეკლესიამ იყიდა დიპტიქში მე-5 ადგილი, ეს დადასტურებული ფაქტია. შემდეგ დამკვიდრდა, რომ მე-5 ადგილზე მოიხსენიებდნენ მას. ავტოკეფალიის აღდგენისას ილია II-ს უარი უთხრა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მე-5 ადგილზე და შესთავაზა მე-6, რაზეც ილიამ უარი განაცხადა. შესაბამისად, საქართველოს ადგილი დიპტიქში დღეს არ არის განსაზღვრული და მსოფლიოს მართლმადიდებლობა ელოდება მე-8 საეკლესიო კრებას, რომელიც უკვე დაგეგმილია, სხვათა შორის ვიღიმი.
ახლა როგორი სიტუაციაა დღეს: დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს ბერძნული და რუსული წესის ეკლესიები (თუმცა ეკლესია ერთიანია, განსხვავება მხოლოდ ტრადიციებშია). ჩვენ ამათი ნარევი ვართ. რუსული წესის მართლმადიდებლებმა არ გაითვალისწინეს ილია II-ის უარი მე-6 ადგილზე და დღეს ეკლესიათა ჩამოთვლისას მოგვიხსენიებენ მე-6 ადგილზე. სამაგიეროდ, ბერძნული წესის ეკლესიებმა (კონსტანტინოპოლი, ანტიოქია, იერუსალიმი, ელადა, კვიპროსი, ალბანეთი და ა. შ.) ილია II-ის პრინციპული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინეს და აღიარებენ, რომ საქართველოს ეკლესიის ადგილი არაა დღეს განსაზღვრული და ამიტომ მოგვიხსენიებენ საპატრიარქოებს შორის ყველაზე ბოლოს - მე-9 ადგილზე (საქართველოს შემდეგ აღარაა საპატრიარქოები).
ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ სტატია რუსულ და ქართულ ენაზე, საქართველოს ეკლესიის ადგილთან დაკავშირებით დიპტიქში იხილეთ აგრეთვე მთ. ეპ. ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (მოკლე კურსი), საქართველოს ეკლესიის 1998 წლის კალენდარი, თბ. 1997, გვ. 417-418.
მე გთავაზობთ, ეს ინფორმაცია შევიტანოთ სტატიაში. თქვენ რას იტყვით? ასე ერთმნიშვნელოვნად რომ გვიწერია მე-6 ადგილი, ეს არასწორია. Deu. 16:49, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დათო პირველი: მე და გიო არ ვჩხუბობთ. მეორე: როგორც ცნობილია გამოდის ოთხტომეული სამოციქული ეკლესიის ისტორიისა (ანანია ჯაფარიძის ავტორობით). მოდი ორიოდე კვირით გადავდოთ ეს საკითხი სანამ ბოოლო ტომიც გამოვა (2 უკვე გამოსულია, ველოდებით მესამეს) და იმისდამიხედვით გადავწყვიტოთ. იქ უფრო ვრცლად იქნება მიმოხილული ეს საკითხი. --ჯაბა ლაბაძე 17:32, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუმცა როგორც შენს მიერ მითითებულ ბმულებს გადავხედე უკვე საკმარისია შესაბამისი ცვლილებების შესატანად. --ჯაბა ლაბაძე 17:38, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო, ჩხუბი რა მოსატანია... :) კარგი იქნება თუ თქვენ, კომპენენტური ხალხი, შეიტანთ ამ ცვლილებებს. მიეთითოს რის გამო მოიხსენიებენ მე-9 და მე-6 ადგილებზე. :) — GIO→13 17:43, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
კარგი, დავუცადოთ მეუფე ანანიას წიგნებს. კიდევ მეორე საკითხი: ეს სტატია საჭიროა საერთოდ? სტატია მართლმადიდებლობა თავის თავში მოიცავს მართლმადიდელბელ ეკლესიებსაც. თუმცა ამ სტატიაში შეიძლება ცოტა უფრო ვრცლად თითოეულის განხილვა, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ეს, როცა ტითოეულზე კიდევ ცალ-ცალკე იქნება სტატიები? Deu. 17:45, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
მარტო ჩვენ ხომ არ გვაქვს ცალკე? რუსულშიც მახსოვს, ასე აქვთ... — GIO→13 17:47, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დათო შენი მეორე საკითხი პირველს ხსნის საერთოდ და მაშ რატომ იწვალე ამდენი? :D მე ვფიქრობ რომ ეს სტატია საჭიროა. --ჯაბა ლაბაძე 17:52, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, არა, არ ხსნის პირველს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: მე ვამბობ, ხომ არ ჯობია ეს სტატია და მართლმადიდებლობა გავაერთიანოთ? Deu. 05:35, 9 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი დათო გასაგებია, მაგრამ მოდი ცალკე სტატიად დავტოვოთ და შენს მიერ ახლა უკვე წყაროებით დადასტურებული ინფორმაციით გავამდიდროთ. --ჯაბა ლაბაძე 07:17, 9 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]