განხილვა:აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ამ სტატიის ძირითადი სათაური უნდა იყოს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. --JABA 1977 16:35, 6 ივლისი 2014 (UTC)

სათაურის შეცვლა მართებული იქნებოდა, თუ ეს პიროვნება აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის სახელით ცნობილი იქნებოდა ქართულენოვანი მოსახლეობის ფართო წრეებისთვის ან რომელიმე ენციკლოპედიური გამოცემისთვის. რამდენადაც მე ვიცი, არც ერთი ეს პირობა არ კმაყოფილდება, რადგან ქართულენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდაც არ იცის ვინ არის აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი, ხოლო ვერც ერთ ქართულენოვან ენციკლოპედიურ გამოცემაში აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი შესვლას ვერ მოასწრებდა ჩემი აზრით. ამიტომ უნდა დარჩეს ხალიფა იბრაჰიმზე (როგორც არის მისი დღევანდელი ტიტულატურა) და არა სხვა რამე სახელზე.

შემდეგ: არაბულიდან სწორი არის ალ–ყა'იდა და არა ალ–კაიდა. შემდეგ: ისლამური სახელმწიფო ამ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა და არანაირად ე.წ., თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებს წინ ე.წ. დაესმით? მაგალითად ე.წ. მთიანი ყარაბაღი? ე.წ. დნესტრისპირეთი? ე.წ. აზავადი? მემგონი არა. პატივისცემით – Abu Anwar განხილვაწვლილი 17:26, 6 ივლისი 2014 (UTC)

დიახ, დაესმის. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, ე. წ. სამხრეთ ოსეთი! თქვენ ისე გეწერათ, თითქოს სუვერენული სახელმწიფო იყოს. რაც შეეხება ალ-კაიდას, იხილეთ განხილვა. — Mikheil მიწერა 17:33, 6 ივლისი 2014 (UTC)

თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამ პიროვნებას ქართული საზოგადოება ხალიფა იბრაჰიმის სახელით იცნობს უკვე? არცერთ მმართველს ქართულ ვიკიპედიაში წინ არ უწერია მეფე, შაჰი, ხალიფა, იმპერატორი. --JABA 1977 17:46, 6 ივლისი 2014 (UTC)

რა თქმა უნდა სუვერენული სახელმწიფოა. აბა რა არის?

საინტერესო განხილვაა, მაგრამ სწორი მაინც ალ–ყა'იდაა – ენციკლოპედიურ ტრანსლიტერაციას არ ეკადრება ასო გადაყლაპოს, თუნდაც ეს ასო ყრუ ხშული გლოტალი იყოს. რაც შეეხება კ–სა და ყ–ს, ამ შემთხვევაში ისევ კარგად ცნობილ ხერხს უნდა მივმართოთ – როგორ შემოდიოდა ნასესხობები ქართულ ენაში არაბულიდან, თორემ წარმოთქმით მაგ ასოს ზოგჯერ ყ–დ წარმოთქვამენ, ზოგჯერ კ–დ, ზოგჯერ კი გ–დ (მაგალითად სუდანში)
ქართულენოვანი მოსახლეობა ამ ადამიანს არ იცნობს, ხოლო მისი თვითიდენტიფიკაცია ამგვარია, როგორც სათაურში წერია – Abu Anwar განხილვაწვლილი 17:54, 6 ივლისი 2014 (UTC)

რომელია სუვერენული სახელმწიფო? ერთია თქვენი სურვილი, მეორე — რეალობა. — Mikheil მიწერა 17:57, 6 ივლისი 2014 (UTC)
სათაურს რაც შეეხება, გადატანილია, ფაქტობრივად განხილვასაც არ ექვემდებარება; გადავხედე სხვა ვიკიპედიებს და ყველგან იმ სათაურითაა, რაც ჯაბამ თქვა. — Mikheil მიწერა 18:00, 6 ივლისი 2014 (UTC)

როგორც ჩანს სახელმწიფო სუვერენიტეტის სხვადასხვა განმარტებები ვიცით მე და თქვენ, მიხეილ. – Abu Anwar განხილვაწვლილი 19:22, 6 ივლისი 2014 (UTC)

ბოდიში, რომ ვერევი განხილვაში, მაგრამ სუვერენიტეტის ერთადერთი განმარტება არსებობს, რადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მის სრულ დამოუკიდებლობას ნიშნავს. თვითგამოცხადებული, ან თუნდაც თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნების მიერ (დაშინებით) აღიარებული სახელმწიფო ვერ იქნება სუვერენული.— G.G. 20:44, 6 ივლისი 2014 (UTC)

საბოდიშო რა თქმა უნდა არაფერია, ხოლო სუვერენიტეტი ჩემი აზრით დე–ფაქტო მოვლენაა და არა დე–იურე. თქვენ რას იტყვით? – Abu Anwar განხილვაწვლილი 20:57, 6 ივლისი 2014 (UTC)

არ ღირს დავა იმაზე, რაც ორჯერ-ორია და მართლაც სასაცილოა! კოსოვო არაა ბოლომდე სუვერენული სახელმწიფო და ეს მითიური „ხალიფატი“? კარგით რა! — Mikheil მიწერა 21:12, 6 ივლისი 2014 (UTC)
მე იურისტი არ ვარ, მაგრამ როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ერთიანობას, აქ ორი აზრი არ არის: ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით გულისხმობენ. ვიკიპედიაში მუშაობს რამდენიმე იურისტი, საინტერესო იქნება მათი აზრიც. @M.: @Deu: @Nodar Kherkheulidze: პ.ს. წმინდა მათემატიკური გზით შემიძლია იმის დამტკიცებაც რომ ვიღიმი ოღონდ ის არ იფიქროთ, რომ დემაგოგიას ვლაპარაკობდი ზემოთ. — G.G. 21:30, 6 ივლისი 2014 (UTC)
გიორგი, არაა იურისტი საჭირო, ბოლო-ბოლო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ :))) — Mikheil მიწერა 21:31, 6 ივლისი 2014 (UTC)
იურისტი ნამდვილად არაა საჭირო იმისათვის, რომ სუვერენიტეტის ყველასათვის ნათელი ცნება განმარტოს : )). არაბულ ენასთან ახლოს მყოფ ქართველებს, ძირითადად ალბათ მუსლიმ ქართველებს, ხშირად აქვთ სამართლიანი პრეტენზიები არაბული სიტყვების ტრანსკრიბირებასთან დაკავშირებით, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ქართულ ენაში ბევრი არაბული ასო ისე არ შემოდის, როგორც გამოითქმის ორიგინალში და მეტიც: ზოგიერთი ასო, მათ შორის ცნობილი ჸაინიც, საერთოდ იკარგება. ეს ქართული ენის თვისებაა, ეს ბგერა ქართულ დიალექტებშიცაა ცნობილი, მაგალითად თუშურად ქალს ეწოდება დიჸაცი, Abu Anwar-ისთვის უფრო გასაგები რომ იყოს — ﺩﻴﻋﺎﺗﺴﻲ — თუმცა ლიტერატურულ ქართულში ეს ჸაინი იკარგება და გვაქვს დიაცი. ამას გარდა, თანამდებობა (მეფე, ხალიფა, იმპერატორი და პრეზიდენტი) სტატიის სახელწოდებაში არ აღინიშნება არასდროს. მგონი განხილვა უნდა დაიხუროს. Deu. 05:54, 7 ივლისი 2014 (UTC)