განხილვა:აბრაგი
იერსახე
ჩემი აზრით, სტატიის უდიდესი ნაწილი ამოსაღებია და შესაქმნელია ახალი სტატია დათიკო შევარდნაძე. --ჯაბა ლაბაძე 15:37, 16 იანვარი 2013 (UTC)
- აუცილებლად. --მიხეილ მიწერა 16:00, 16 იანვარი 2013 (UTC)
სახელწოდება
[წყაროს რედაქტირება]ჩემი წინადადებაა, სახელი შეეცვალოს სტატიას და იყოს ფირალი, რადგან ამ სახელით უფრო მეტი ლიტერატურა არსებობს და ვრცელი სტატიის დაწერა არის შესაძლებელი, ამჟამად ფირალი აქაა გადმომისამართებული --M. განხილვაწვლილი 17:16, 29 თებერვალი 2020 (UTC)
- ჩემი აზრით ფირალი და აბრაგი ერთიდაიგივე არ არის. ფირალი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მგონია. აღმ. საქართველოში ვიყენებთ აბრაგს, მაგალითად. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი წერს:
- 1) ფირალ-ი (ფირალისა) [არაბ. ფირა*რ «გაქცეული»] კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც ყაჩაღი.
- 2) აბრაგ-ი (აბრაგისა) 1. ძვ. რუსეთის მეფის მთავრობასთან მებრძოლი მთიელი პარტიზანი. 2. კუთხ. ყაჩაღი, ტყეში გავარდნილი.
- აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ 1) იყოს ერთი სტატია, სადაც ფირალობა ცალკე თავად იქნება განხილული (აქ შევა დასავლეთ საქართველოს ისტორიები, მ. შ. იმერეთი, გურია და სხვ., ახლ. პირველი და მეორე თაობის ფირალები). 2) ცალკე სტატიად გავიდეს ფირალი და მიეთითოს, რომ ეს იყო დას. საქართველოში გავრელებული რაღაც. აუცილებლად უნდა მოხდეს აბრაგისა და ფირალის დიფერენციაცია, რადგანაც განსხვავებული ტერმინებია. გიო ოქრო 18:23, 24 მარტი 2020 (UTC)
- მე ასე ვიცოდი, რომ აბრაგიც იგივეა, უბრალოდ სამეგრელოში იყენებენ ამ სიტყვას, არ გადამიმოწმებია. ამ სტატიაში ძირითადად გურულ ფირალებზეა, მაშინ გავაცალკევოთ სტატიები, არ ვიცი ტექნიკურად ეგ როგორ ხდება, უბრალოდ საქმე ისაა, რომ სანდო ლიტერატურა, რი საფუძველზეც შესაძლოა სტატია შეავსო მხოლოდ ფირალებზე არსებობს --M. განხილვაწვლილი 18:28, 24 მარტი 2020 (UTC)
- ქე-სა და ქსე-ში არის სტატიები, მართალია მცირე, მაგრამ აბრაგს ცალკე სტატიად დატოვებს. ფირალი კი (როგორც გურიის ისტორიაში არსებული მოვლენა) გამოეყოს შესაბამის ლიტერატურასთან ერთად. გიო ოქრო 18:37, 24 მარტი 2020 (UTC)