განხილვა:აბო თბილელი
აბო მუსლიმი კი არა ცეცხლთაყვანისმცემელი იყო... :) რაღაცეები ნუ გვეშლება...— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bordzikashvili (განხილვა • წვლილი) .
- იყავით გაბედული რედაქტირებისას.—G.G. 17:51, 30 იანვარი 2011 (UTC)
არავითარი ცეცხლთაყვანისმცემელი – მუსლიმი იყო. წყაროს თუ არ მოიტანთ თქვენი ცვლილება წაიშლება.--Zolokin განხილვაწვლილი 17:54, 30 იანვარი 2011 (UTC)
Bordzikashvili-ს: წამება და ღუაწლი წმინდა დიდ-მოწამე აბო თბილელისა, იხილეთ აქ აბოს შესახებ და მერე დაწერეთ მის სარწმუნოებაზე.
გიორგის: გაბედულება-გაუბედაობა აქ არაფერ შუაშია. თუ დაარედაქტირებს უნდა იყოს აუცილებლად წყაროზე დაფუძნებული. ასე რომ შენს მიერ თქმული ლოზუნგი აშკარად უადგილო იყო. — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:10, 30 იანვარი 2011 (UTC)
- ვპ:გაბედე მგონი არ ყოფილა უადგილო, თუ ახალბედა წაიკითხავს (და ბმულიც ამიტომაა), ნახავს, რომ „გაბედულება არ გაძლევთ უფლებას არაფრად ჩააგდოთ გადამოწმებადობა და ნეიტრალური თვალსაზრისი და ვიკიპედიის დანარჩენი ხუთი მცნება.“ იმედია არ მიწყენთ ჩართვას. — Rastrelli F 18:27, 30 იანვარი 2011 (UTC)
უადგილოდ ვთვლი: ახალბედა რომელიც პირველ რედაქტირებას აკეთებს და უწერ ტექსტს იყავით გაბედული რედაქტირებისას რომლის ქვეშაც ჩვენ კი კარგად ვიცით რაც წერია, მაგრამ დიდი შანსია ახალბედამ არ იცოდეს. ეს მისთვის წაქეზებაა იმ უაზრობისკენ, რაც მან დაწერა. აი ეს ვიგულისხმე. ჩემი აზრით ეს ბმული ცოტა სხვა ფორმით იყო მისაწოდებელი. — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:37, 30 იანვარი 2011 (UTC)
- მესმის შენი, ჯაბა, მაგრამ ბმულიც სწორად მაგიტომ აქვს, რომ ახალბედამ წაიკითხოს. თუ ბმულებზე მითითებულ ინფოს არ კითხულობს, ეს მისი პრობლემაა. პ.ს. "ჩემი აზრით ეს ბმული ცოტა სხვა ფორმით იყო მისაწოდებელი". დააკონკრეტე, რომ მომავალში გავითვალისწინოთ.—G.G. 19:35, 30 იანვარი 2011 (UTC)
დიახ გიორგი მისი პრობლემა ნამდვილად, რომელიც მერე ჩვენ გვიქმნის პრობლემას. . მიწოდების ხერხს რაც შეეხება ბევრი ასეთი არსებობს, მაგრამ პირველ რიგში ალბათ აქ უნდა გეკითხა, რამდენად შეუძლია დაასაბუთოს თავისი აზრი. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:47, 30 იანვარი 2011 (UTC)
![]() |
„გაბედულება არ გაძლევთ უფლებას არაფრად ჩააგდოთ გადამოწმებადობა და ნეიტრალური თვალსაზრისი და ვიკიპედიის დანარჩენი ხუთი მცნება.“
|
(ვპ:გაბედედან, რასტრელის სიტყვების გამეორება კი გამომდის :) )
|
გასაგებია შენი პოზიცია, რომელიც ამგვარად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ახალბედები, უმეტეს შემთხვევაში, არ კითხულობენ ბმულებზე მითითებულ ინფოს. შემდეგში გავითვალისწინებ და ჯერ გადამოწმებად წყაროს მოვთხოვ. მგონი, ამით დასრულდა ჩვენი "პოლემიკა"—G.G. 07:13, 31 იანვარი 2011 (UTC)
რა თქმა უნდა დასრულდა . მადლობა, რომ გაგებით მოეკიდე ჩემს შენიშვნას. — ჯაბა ლაბაძე (გ) 08:22, 31 იანვარი 2011 (UTC)