განხილვა:აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რამდენჯერაც დაიწერება სიტყვა აბანო ყველა სტატიაში ყველაგან (შენობა) უნდა მიეწეროს? აბანო ყველა შემთხვევაში შენობა არ არის. ეს გვერდი უნდა გადავიდეს აბანო (მრავალმნიშვნელოვანი)-ზე. აბანოს მთავარ მნიშვნელობას კი უნდა დარჩეს generic სათაური. Alsandro 14:00, 22 ივნისი 2006 (UTC)


ზოგ სტატიაში ქარელი, ზოგში კი ყაზბეგი და ჯავა ე. ი. მარტო შენობა არ არის. რატომ თვლი რომ აბანო (მრავალმნიშვნელოვანი) უფრო მართებულია ვერ გავიგე. ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, როდესაც მომხმარებელი აბანო-თი ძიებას დაუწყებს - დაინახავს, რომ ამ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. დავაყენოთ, ეს საკითხი კენჭისყრაზე, თუ რომელი არის მიღებული აბანო თუ აბანო (მრავალმნიშვნელოვანი).

მრავალმნიშვნელობის განმარტებაში წერია - ეს ორაზროვნების თავიდან ასაცილებელი გვერდია. მასში მოცემულია ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე სტატიის სათაური უფრო დეტალურად. თუ ამ გვერდზე ვიკიპედიის ბმულის გავლით მოხვდით, ჩვენი რეკომენდაციაა დაუბრუნდეთ წინა გვერდს და შეასწოროთ ბმული ისე, რომ მან უფრო კონკრეტული სახელწოდების მქონე გვერდამდე მიგვიყვანოს. Zangala 14:41, 22 ივნისი 2006 (UTC)

ვერაფერი არგუმენტია. თავში მითითება უკეთდება ყველას მრავალმნიშვნელოვნების გვერდზე რაც მიანიშნებს რომ მას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ეჰ, აბანო მარტო შენობა არ არის ნიშნავს იმას, რომ აბანო შეიძლება შენობაში არ იყოს, ცალკე შენობა არ ჰქონდეს გამოყოფილი და ა.შ. ველოსიპედის გამოგონებას ცდილობ. Alsandro 14:52, 22 ივნისი 2006 (UTC)

რა შუაშია ველოსიპედის გამოგონება - ამას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან უკვე გამოგონებული არის. რომ გადახედო მრავალმნიშვნელოვანი - გვერდებს, ნახავ, რომ პროცენტულად უფრო მეტი მრავალმნიშვნელოვანი- გვერდები არის შექმნილი მრავალმნიშვნელოვანის გარეშე. პატივისცემით Zangala 15:32, 22 ივნისი 2006 (UTC)