განოიდები
| განოიდები | |
|---|---|
|
ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio) | |
|
მოკლედინგა კაიმანისებრი თევზი (Lepisosteus platostomus) | |
| აღწერა | |
| თევზების ჯგუფი | |
| სამეცნიერო სახელი | |
| Ganoidomorpha | |
| მშობლიური ტაქსონი | |
| სხივფარფლიანი თევზები | |
| წარმომადგენლები | |
განოიდები, განოიდური თევზები (ლათ. Ganoidomorpha) — სხივფარფლიანი თევზების ჯგუფი. წარსულში მრავალრიცხოვანი იყო, განსაკუთრებით დევონურ პერიოდში. სხეულის სიგრძე 3–5 სმ-დან (ნამარხი ფორმები) 9 მეტრამდეა. განოიდებმა შეინარჩუნეს რიგი ძველი ნიშან-თვისებები, რომლებიც სხვა სხივფარფლიან თევზებს არ აქვთ: ჩონჩხში მრავალი ხრტილია, ზოგიერთს შემორჩენილი აქვს ქორდა, მალები უსხეულოა, ქალის შიდა კოლოფი ხრტილოვანია; ქვედა ყბა შედგება მრავალი გაძვალებული ნაწილისგან. ქერცლი (განოიდური, რომბული) ზემოდან დაფარულია ემალისებრი ნივთიერებით (განოინით). კუდის ფარფლი ჰეტეროცერკალურია. შენარჩუნებულია საშხეფი — სპეციალური ნახვრეტი სალაყუჩე სარქვლის ზემოთ (როგორც ზვიგენებს) და, სხვადასხვა ხარისხით, სპირალური სარქველი ნაწლავში და არტერიული კონუსი გულში. დღეისათვის მცხოვრები სახეობები გაერთიანებულია ორ ჯგუფში: 1) ხრტილოვანი განოიდები (Chondrostei, Chondrosteimorpha) ორი რიგით — ზუთხისნაირნი და მრავალფარფლასნაირნი (ეს უკანასკნელი სადავოა); 2) ძვლიანი განოიდები, ანუ მთელძვლოვანნი (Holostei, Holosteimorpha) ასევე ორი რიგით — ამიისნაირნი (Amiiformes) ერთადერთი სახეობით (შლამის თევზი) და ჯავშნიანნი (Lepisosteiformes) ერთი ოჯახით (კაიმანისებრი თევზები). ძვლიან განოიდებს ახასიათებთ საღერძე ჩონჩხის გაძვალება და საცურავი ბუშტის უჯრედოვნება, ამ უკანასკნელს პრიმიტიული ფილტვის ფუნქცია შეუძლია შეასრულოს.[1]
განოიდების ორი ჯგუფის ნათესაური კავშირის კლადოგრამა:
| Actinopteri |
| ||||||||||||
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Решетников Ю. С. Ганоидные рыбы // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 388–389.