შინაარსზე გადასვლა

განმზიდველი ნერვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განმზიდველი ნერვი (აღნიშნულია ყვითლად)

განმზიღველი ნერვი (ლათ. nervus abducens) — თავის ტვინის VI წყვილი ნერვი. იწყება მოგრძო ტვინში თანამოსახელე ბირთვიდან. ტვინის ფუძეზე გამოდის ხიდის უკანა კიდესა და პირამიდას შორის, თვალბუდის ზედა ნაპრალის საშუალებით შედის თვალბუდეში და ტოტიანდება თვალის გარეთა სწორ კუნთში, რომელიც თვალის კაკალს გარეთ ატრიალებს.