განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი
რუს. Памятник Солдату-освободителю
კოორდინატები 47°42′26″N 40°12′51″E / 47.70729° ჩ. გ. 40.214072° ა. გ. / 47.70729; 40.214072
მდებარეობა რუსეთი, შახტი
სიმაღლე 15 მ
გახსნის თარიღი 1985
გარე სურათები
განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი შახტიში

განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი (რუს. Памятник Солдату-освободителю) — ძეგლი როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში, რუსეთის ფედერაცია.

ძეგლის მისამართია: რუსეთის ფედერაცია, ქ. შახტი, შევჩენკოსა და რევოლუციის გამარჯვების ქუჩების გადაკვეთა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი გაიხსნა 1985 წლის 7 მაისს. იგი დგას ქალაქის ცენტრში გამარჯვების 40 წლისთავის სახელობის მოედანზე. ძეგლის დადგმის ინიციატორი იყო ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე ვიქტორ კოვალიოვი. ძეგლი დაამზადეს ხარკოვის ქანდაკების ფაბრიკაში. ომის წლებში 10 000 შახტელი დაიღუპა ფრონტზე, 35 000 დააჯილდოვეს მედლებითა და ორდენებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 27 შახტელს. ქალაქში მოედანს „ჯარისკაცის მოედანს“ უწოდებენ.

ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დგას ამ ძეგლის შედარებით მცირე ზომის კოპიო.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის სიმაღლე კვარცხლბეკთნ ერთად არის 15 მეტრი. ძეგლი ააგეს იმ მშრომელების თანხებით, რომლებიც მონაწილეობნენ დამკვრელურ გეგმაში „გამარჯვების 40 წელი - 40 დამკვრელური კვირა“. ძეგლის ავტორები არიან მოქანდაკეები: დამსახურებული მხატვარი, ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ი. რიკი და ი. იასტრებოვი. არქიტექტორები: ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები ე. ჩერკასოვი, ა. მაქსიმენკო, შახტის მთავარი არქიტექტორი ვ. ონიშენკო. ჯარისკაცს, რომელიც ძეგლზეა გამოსახული, ხელში უჭირავს ავტომატი. მისი სახე მკაცრი და ძლიერია. მეომრის გვერდით მოთავსებულია ლითონის ორდენები: გამარჯვების, სამამულო ომისა და დიდების ორდენები. კომპლექსის შემადგენლობაშია — ხუთი ნათურა, რომლებიც წარმოადგენენ დიდი სამამულო ომის ხუთი მძიმე წლის სიმბოლოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]