განკითხვის დღის საათი

„განკითხვის დღის საათი“ (ინგლ. Doomsday Clock) — ჩიკაგოს უნივერსიტეტის „ატომური მეცნიერების ბიულეტენის“ პროექტი, რომლის ათვლაც 1947 წელს პირველი ამერიკული ატომური ბომბის შემქმნელებმა დაიწყეს.
პროექტის პერიოდული გამოცემის გარეკანზე პერიოდულად გამოსახულია საათი, რომლის საათისა და წუთის ისრებიც შუაღამემდე რამდენიმე წუთით/წამით ადრე მიუთითებს. შუაღამემდე დარჩენილი დრო საერთაშორისო ვითარების დაძაბულობას და ბირთვული იარაღის განვითარების პროგრესს განასახიერებს. თავად შუაღამე ბირთვული კატასტროფის მომენტს განასახიერებს.
საათის ისრების შეცვლის გადაწყვეტილებას ჟურნალის დირექტორთა საბჭო იღებს მოწვეული ექსპერტების დახმარებით, მათ შორის 18 ნობელის პრემიის ლაურეატის დახმარებით.
2020 წლამდე საათი წუთებში ითვლებოდა. 2017 წელს საათი პირველად წუთის მეასედზე დაარეგულირეს. 2020 წლიდან შუაღამემდე უკუთვლა წამის ისრის გამოყენებით ხორციელდება.
2026 წლის 27 იანვარს, საათმა კიდევ გადაიწია და მხოლოდ 85 წამი დარჩა — უმოკლესი მანძილი „განკითხვის დღის საათის“ ისტორიაში.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროექტის 78-წლიანი ისტორიის განმავლობაში, საათის ისრებმა პოზიცია 27-ჯერ შეიცვალა, მათ შორის 1947 წელს თავდაპირველად დაყენებული შვიდი წუთი. კუბის სარაკეტო კრიზისის (1962) დროს მსოფლიო ბირთვული ომისგან ორი ნაბიჯით იყო დაშორებული. თუმცა, კრიზისის სწრაფად (38 დღეში) მოგვარების გამო, საათს რეაგირების დრო არ ჰქონდა და მისი ჩვენებები უცვლელი დარჩა. 1960-1963 წლებში საათი შვიდ წუთს აჩვენებდა (1963 წელს ეს დრო თორმეტ წუთამდე გაიზარდა).

იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Стрелки "Часов Судного дня" перевели на 4 секунды ближе к "ядерной полуночи". ТАСС (2025-01-28). ციტირების თარიღი: 2025-01-28
- ↑ До конца света 85 секунд. Стрелки Часов судного дня подвинули чуть ближе к полуночи. Вокруг света (2025-01-28). ციტირების თარიღი: 2025-01-28