შინაარსზე გადასვლა

განვითარებული ქვეყანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  განვითარებული ქვეყნები (სსფ)
  მონაცემები უცნობია

მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის [1] და გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით.

განვითარებული ქვეყანა ან მოწინავე ქვეყანა — სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ცხოვრების მაღალი ხარისხი, განვითარებული ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა სხვა ნაკლებად ინდუსტრიულ ქვეყნებთან შედარებით. ქვეყანაზე მსგავსი სტატუსის მინიჭების ერთი დადგენილი წესი არ არსებობს, სწორედ ამიტომ კლასიფიკაცია ყოველთვის სადავოა. სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს განვითარებული ქვეყნის გამოსავლენად. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს განვითარებული ქვეყნების გამოვლენის განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ.

განვითარებულ ქვეყნებს უფრო განვითარებული პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების სფერო უფრო მეტ სიმდიდრეს იძლევა, ვიდრე მრეწველობა.[2]

კონკრეტული ქვეყნის განვითარების საზომად ხშირად გამოიყენება ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც გაეროს მიერ შემუშავებული გამოთვლის მეთოდია.[3]

გაეროს ეკონომიკური და სოციალური დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2024 წლისათვის მსოფლიოში 37 განვითარებული სახელმწიფოა, რომელთაგან 31 ევროპის კონტინენტზე მდებარეობს.

გაეროს ამ დეპარტამენტის მიხედვით განვითარებული ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება: [4]

  1. World Economic and Financial Surveys World Economic Outlook Database—WEO Groups and Aggregates Information. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2 June 2022
  2. International Monetary Fund. World Economic Outlook Database, April 2023. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 30 April 2023
  3. Developed Economy Definition დაარქივებული 22 March 2016 საიტზე Wayback Machine. . Investopedia (16 April 2010). Retrieved 12 July 2013.
  4. World Economic Situation and Prospects 2024 en. United Nations Department of Economic and Social Affairs.