განდჰარი (მაჰაბჰარატა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განდჰარი' - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. გჰანდარას სამეფოს პრინცესა, შაკუნის და, ჰასტინაპურას ბრმა მეფის, დჰრიტრაშტრას ცოლი და ასი ვაჟის და ერთი ქალიშვილის, კაურავების დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განჰდარი სუბალაშის, განდჰარას მეფის ქალიშვილი იყო. ბავშვობიდანვე განდჰარი გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და სათნო ბუნებით. განდჰარი ითვლებოდა მატის ინკარნაციად. ნათქვამია, რომ ქალიშვილობაში მან შთაბეჭდილება მოახდინა შივაზე და მან ასი შვილის ყოლის ძღვენი მისცა - ამის ზუსტი მიზეზები უცნობია. ბჰიშმასთვის განდჰარის ეს უნარი მისი კურუს სამეფო ოჯახის უფროს რძლად არჩევის მთავარი მიზეზი გახდა - მათ აღარ მოუწევდათ ტახტის მემკვიდრის გარეშე დარჩენის ფიქრი.

ბჰიშმას შუამდგომლობით განდჰარი ცოლად დჰრიტარაშტრაზე, კურუს სამეფოს უფროს მემკვიდრეს მისცეს. მაჰაბჰარატა მის სათნოებას და თავდადებას გამოსახავს - როდესაც მან შეიტყო, რომ მისი მომავალი მეუღლე ბრმად დაიბადა, მან თვალები ნაჭრით გადაიკრა და ნაჭერი შემდგომში მხოლოდ ერთხელ მოიხსნა. რომ ქმრის სწორი გამხდარიყო. სხვა ვერსიით ეს პროტესტის გამოხატვა იყო. განდჰარის ქორწინება აღინიშნება, როგორც პოემის მთავარი კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი - გჰანდარის ძმა ქორწინებით განრისხებული იყო, რადგან კურუს სამეფომ, რომელმაც აქამდე განდჰარა დაამარცხა და სხვა უფლისწულები ბრძოლაში მოკლა, მოგებული პრინცესა ბრმაზე დააქორწინა. მას ეზიზღებოდა კურუს სამეფო ოჯახი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიძაშვილების შორის კონფლიქტის გამწვავებაში.

ფაილი:Vyas ki vardhan.jpg

ბრმა უფლისწულს ტახტზე უარი ათქმევინეს, მაგრამ მისმა ძმამაც ტახტზე უარი თქვა და ის ფაქტობრივ მეფედ დარჩა, განდჰარი კი - ფაქტობრივ დედოფლად. განდჰარი ორსულდება, მაგრამ ორი წელიწადის განმავლობაში შვილი არ უჩნდება. როდესაც მან უთხრეს, რომ მისი ქმრის ძმის პანდავის ცოლმა კუნტიმ მემკვიდრე გააჩინა, გაღიზიანებულმა განდჰარიმ მუცელში ხელი ჩაირტყა და მშობიარობა დაეწყო. შვილის მაგივრად მას ხორცის ბურთი გაუჩნდა. ერთ-ერთმა ყოვლისმცოდნე ბრძენმა ხორვი ას ერთ ნაწილად დაჰყო და კარაქში ჩადო - ერთ თვეში მათგან ასი ვაჟი გაიზარდა და ერთი ქალიშვილი, რომლის კარაქს ბრძენმა წყალიც შეასხა. უფროსი ვაჟის - დურიოდჰანას (პოემის მთავარი ანტაგონისტი) გაჩენა ცუდი ნიშნებით სავსე იყო, ის "ვირივით ტიროდა, ცეცხლს ისროდა და ქარიშხალი მოაწყო". ბრაჰმანებმა მეფეს მისი მიტოვება ურჩია, მაგრამ მან ვერ შეძლო საყვარელ შვილზე უარის თქმა. ითვლება, რომ ქორწინების შემდეგ განდჰარიმ თვალები მხოლოდ ერთხელ - უფროსი შვილის სანახავად გაახილა და ერთი მზერით მისი სხეული საუცხოო ძალით აავსო.

შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურუკშეტრას ომში მისი ასივე ვაჟი დაიხოცა. ნათქვამია, რომ ამის გაგების შემდეგ ის ისეთი რისხვით აღივსო, რომ მისმა მზერამ ნაჭრიდან უფროსი პანდავის თითი გააშავა. მან ღმერთი კრიშნა დაწყევლა, რომ მისი შთამომავლობა განდჰარის შვილების მსგავდსად დაიხოცება და მისი სამეფო განადგურდება. კრიშნამ წყევლა უყოყმანებლად მიიღო და ომიდან 36 წელიწადში წყევლა ახდა. ის გარდაიცვალა ჰიმალაებში სალოცავად წასვლისას ტყის ხანძარში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.dollsofindia.com/library/kunti-gandhari/
  2. https://www.thehindu.com/books/books-authors/a-queen-of-iron-will/article29690374.ece
  3. https://www.thehindu.com/archive/print/2008/06/20/
  4. https://www.sacred-texts.com/hin/m01/m01111.htm
  5. https://www.bonobology.com/was-it-love-for-his-sister-that-drove-shakuni-to-destroy-hastinapur/