განგება დარბაზობისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"განგება დარბაზობისა", ქართული სამართლებრივი ძეგლი. უძველეს ნუსხაში (XI ს.) სათაურად აქვს „წესი და განგებაჲ დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა“. შეიცავს საქართველოში საკუთარი მირონის კურთხევისა და დარბაზობის წესების აღწერას. მიეწერება მიქაელ კათალიკოსს (V ს.). თვით ძეგლში დაცული ცნობების მიხედვით, XV საუკუნეზე ადრე არ უნდა იყოს შედგენილი: ტექსტში გვხვდება ანაქრონიზმები (მაგ., იხსენიება ათაბაგი); დარბაზობის წესი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილად ჩანს (მასში, ჭყონდიდლის გამოკლებით, მარტოოდენ აღმოსავლელი მღვდელმთავრებია მოხსენიებული). ძეგლში განსაზღვრულია სამღვდელოების წარმომადგენელთა ადგილ-პატივი მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით გამართული დარბაზობის დროს (იხ. სტატია ჯდომისა და დგომის წესი); მოჩანს ადგილუფროსობისათვის ბრძოლის ძლიერი ამარეკლი — მაწყვერელი იშხნელზე ბევრად მაღლა დგას, მაშინ როდესაც ხელმწიფის კარის გარიგებაში (იხ. სტატია „გარიგება ჴელმწიფის კარისა“) იშხნელი პირველია ეპისკოპოსთა შორის. ძეგლი დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა. უკანასკნელად დარბაზობის წესი ახალ ვითარებასთან შეხამებით დაამტკიცეს ერეკლე II-მ და ანტონ I-მა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1928; წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1928;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 2, გვ. 675, თბ., 1977