განაწილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განაწილებაეკონომიკურ ურთიერთობათა ნაწილი, წარმოების და მოხმარების დამაკავშირებელი რგოლი. განაწილება მოიცავს წარმოების საშუალებების, მოხმარების საგნების, წარმოებული პროდუქტის და დოვლათის განაწილებას. განაწილების ხასიათს, წესს, პრინციპებს და ნორმებს განაპირობებს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური წყობილება. განაწილება, თავის მხრივ, გავლენას ახდენს წარმოებაზე. განაწილების სახეებია გადასახადებით დაბეგვრა, საჯარო სერვისები, მიწის რეფორმა, პრივატიზაცია და სხვა. სახელმწიფოს გამანაწილებელი როლის შესახებ დავა მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]