შინაარსზე გადასვლა

განათლების ფსიქოლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განათლების ფსიქოლოგია — ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სწავლის პროცესებს სამეცნიერო პერსპექტივიდან. იგი ფოკუსირებულია როგორც კოგნიტურ, ისე ბიჰევიორისტულ ასპექტებზე, რაც მკვლევრებს ეხმარება გაიგონ ინდივიდუალური განსხვავებები ინტელექტში, კოგნიტურ განვითარებაში, მოტივაციაში, თვითრეგულაციასა და თვითაღქმაში.

განათლების ფასიქოლოგია ეყრდნობა რაოდენობრივ მეთოდებს, მათ შორის ტესტირებასა და გაზომვას, რათა გააუმჯობესოს სასწავლო დიზაინი, კლასის მართვა და შეფასების სისტემები.

ანტიკური ხანა და ადრეული მოდერნიზმი სწავლების მეთოდებზე რეფლექსია ჯერ კიდევ პლატონისა და არისტოტელეს დროს დაიწყო. პლატონი მიიჩნევდა, რომ ცოდნა თანდაყოლილია, ხოლო არისტოტელე ხაზს უსვამდა ასოციაციურ სწავლას. XVII საუკუნეში ჯონ ლოკი გამოვიდა „Tabula rasa“-ს (სუფთა დაფა) კონცეფციით, რაც გულისხმობდა, რომ ადამიანი ცოდნის გარეშე იბადება და ყველაფერს გამოცდილებით სწავლობს.

დარგის ჩამოყალიბება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგანმანათლებლო ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა, XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის საკვანძო ფიგურები იყვნენ:

  • უილიამ ჯეიმსი: ამერიკული ფსიქოლოგიის მამა, რომელიც ხაზს უსვამდა ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობას სწავლაში.
  • ალფრედ ბინე: შექმნა პირველი ინტელექტის ტესტი (ბინე-სიმონის ტესტი), რათა გამოევლინა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები.
  • ედუარდ თორნდაიკი: შეიმუშავა „ეფექტის კანონი“ და საფუძველი ჩაუყარა ინსტრუმენტულ კონდიცირებას.

ძირითადი პერსპექტივები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჰევიორისტული პერსპექტივა ამ მიდგომის მიხედვით, სწავლა არის ქცევის ცვლილება გარემო სტიმულებზე რეაგირების შედეგად. მასწავლებლები იყენებენ წახალისებას (ქულები, შექება), რათა განამტკიცონ სასურველი ქცევა. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გარეგანმა ჯილდომ შესაძლოა შეამციროს შინაგანი მოტივაცია.

თანამედროვე საგანმანათლებლო ფსიქოლოგიაში კოგნიტური პერსპექტივა, როგორც მიდგომა დომინანტურია. იგი შეისწავლებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციის აღქმა, დამუშავება, შენახვა და აღდგენა მეხსიერებიდან. მნიშვნელოვანი თემებია:

  • მეხსიერების სტრუქტურა: ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება.
  • პრობლემის გადაჭრა: როგორ იყენებენ სტუდენტები არსებულ სქემებს ახალი გამოწვევების დასაძლევად.

განვითარების პერსპექტივა, ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ იცვლება ადამიანის სწავლის შესაძლებლობები ასაკთან ერთად. ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიამ (სენსომოტორული, ოპერაციამდელი, კონკრეტული ოპერაციებისა და ფორმალური ოპერაციების სტადიები) გადამწყვეტი როლი ითამაშა სასწავლო პროგრამების ასაკობრივ ადაპტაციაში.

ინტელექტი და ინდივიდუალური განსხვავებები საგანმანათლებლო ფსიქოლოგია დიდ ყურადღებას უთმობს ინდივიდუალურ განსხვავებებს, როგორიცაა:

  • IQ ტესტირება: სტანდარტიზებული ინსტრუმენტები (მაგ. Stanford-Binet, WISC).
  • სწავლის დარღვევები: დისლექსია, ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი).
  • ნიჭიერება: მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვების იდენტიფიცირება და მათთვის სპეციალური პროგრამების შექმნა.
  • Woolfolk, A. Educational Psychology. 14th Edition. Pearson, 2019.
  • Santrock, J. W. Educational Psychology. McGraw-Hill Education, 2017.
  • Piaget, J. The Psychology of Intelligence. Routledge, 1950.