განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის ლოგო

საქართველოს განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის პროგრამა ვითარდება 2006 წლის 24 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის #186 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სკოლებში. კავშირი, როგორც არასაბანკო-სადეპოზიტო, საკრედიტო დაწესებულება, პრიორიტეტულად მუშაობს განათლების სექტორში, არასაბანკო (არაკომერციული) დაკრედიტებისა და დაფინანსების პროექტებზე. კავშირი ეფუძნება კოოპერაციის პრინციპებს და აერთიანებს განათლებაზე მოტივირებულ ახალგაზრდებს, უმაღლესი და საშუალო სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს და განათლების სექტორში დასაქმებულ პირებს (მზარდი რიცხოვნობით). 2006/2007 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან გაშვებულია განათლების მიზნობრივი, არაკომერციული დაკრედიტების საცდელი ეტაპი; 2007 წლიდან კი ორგანიზაცია ანხორციელებს განათლების არაკომერციული დაკრედიტების განვრცობის ეტაპს; ამავე — 2006/2007 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ორგანიზაცია პარალელურად ანხორცილებს სტუდენტთა/მასწავლებელთა სასწავლო პროცესთან თავსებადი დასაქმების პროგრამებს. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის ძირითად პროდუქტს (შეთავაზებას) წარმოადგენს განათლების პოლისი; რომელიც გაიცემა კავშირში რეგისტრირებულ პირებზე და რომელიც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ განათლებაზე მიზნობრივი არაკომერციული და პროცედურულად მარტივი სესხებით. 2007 და 2007/2008 სასწავლო წლიდან განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი გეგმავს უცხო ქვეყნებში მოკლევადიანი სასწავლო კურსების მიზნობრივი, არაკომერციული დაკრედიტების პროგრამის ამოქმედებას.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელია რეგისტრირებულ სტუდენტთა და მოსწავლეთა მაღალი რიცხოვნობა. პროგრამა მიზანმიმართულად მუშაობს როგორც ძირითად ასევე, სტუდენტთა რიცხოვნობით, მეორად სასწავლებლებთან. მაღალი მდგრადობის სასესხო-სარეზერვო ფონდები და მათი ზრდა განპირობებულია, როგორც წევრთა შემონატანებით, ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი ბიზნეს-ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ფონდებისა და სხვადასხვა, საერთაშორისო განვითარების პროგრამების მონაწილეობით.

რეგისტრაცია და განათლების პოლისის მიღების პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამაში რეგისტრაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის აკრედიტებული სასწავლებლების სტუდენტთათვის. არასრულწლოვან მოსწავლეთა ინტერესების ჩანაცვლება შესაძლებელია მშობელთა მონაწილეობით. საკრედიტო კავშირი, როგორც მოქალაქეთა ფინანსური რესურსებით კოოპერირების ერთ-ერთი ფორმა, ითვალისწინებს მოქალაქეთა ინტერესების გაერთიანებას — საერთო მიზნების მისაღწევად. წევრს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს განათლბაზე მიზნობრივი არასაბანკო სესხებით ერთიანი ფონდიდან. მცირედი შენატანების და კორპორაციული შემოწირულობების გაერთიანებით, მეორე მხრივ შესაძლებელი ხდება დაკმაყოფილდეს თითოეული წევრის მნიშვნელოვანი ინტერესები განათლებაზე მიზნობრივი სასესხო თუ სხვა პროგრამებში მონაწილეობისას. წევრთა განათლების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებთან ერთად, წარმატებით ვითარდება სტუდენტთა შეთავსებით დასაქმების პროგრამა. 2007 წლიდან განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი გამოსცემს ყოველთვიურ გაზეთს „ფორა“. გაზეთზე ხელმოწერა სავალდებულოა კავშირში რეგისტრირებული ყველა პირისთვის (განურჩევლად რეგიონისა და უნივერსიტეტისა/სკოლისა). გაზეთი „ფორა“-ს ძირითადი თემებია: განათლებაზე მიზნობრივი სესხები, დაფინანსება, კონკურსები, გრანტები; ასევე სწავლასთან თავსებადი დასაქმების ცალკეული პროექტები და პროგრამები. გაზეთის რედაქციაში, ისევე როგორც მის გამნაწილებელ-კურიერთა ჯგუფში (ხელმომწერამდე მიტანა) დასაქმებული არიან სტუდენტები.

დანიშნულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკრედიტო კავშირი ემსახურება მხოლოდ მასში რეგისტრირებულ პირებს. კავშირში რეგისტრაციის გამარტივებული პირობები — უზრუნველყოფს წევრთა მზარდ რიცხოვნობას ევროპისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. საკრედიტო კავშირი არის საბანკო-საფინანსო სახის, არა-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც რეალიზდება წევრთა ეკონომიკური უფლებები. მას ახასიათებს დეპოზიტების და ძირითადი ფონდების მაღალი მდგრადობა და დაცულობა, რომელიც მიიღწევა შესაბამისი სარეზერვო ფონდების ფორმირებით. პრინციპი ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, საუკეთესოდ ასახავს საკრედიტო კავშირის იდეოლოგიას. თითოეულის მიერ მიღწეული შედეგი გუნდური გამარჯვებაა. ერთობაში იგულისხმება არა მარტო ფინანსური, არამედ პროფესიონალური, შრომითი და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების გაერთიანება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]