განათლება (ჟურნ.)
იერსახე
„განათლება“ — ქართული ყოველთვიური სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1919–1920 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს, შემდგომ სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ორგანო. ლ. ბოცვაძის „განათლებისგან“ განსხვავდებოდა უფრო სპეციალური სასკოლო-პედაგოგიური მიმართულებითა და შინაარსით. ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 673.