განათლება ყველასათვის - საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განათლება ყველასათვის - საქართველო
შეიქმნა 2013
სტატუსი კოალიცია
მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა
დირექტორი გიორგი ჭანტურია[1]
ოფიციალური ვებგვერდი

განათლება ყველასათვის - საქართველოსაქართველოს განათლების სფეროში მოღვაწე კოალიცია, რომელიც დაარსდა 2013 წლის შემოდგომაზე. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში დასაქმებული 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც იზიარებენ „განათლება ყველასათვის“ მსოფლიო დეკლარაციის პრინციპებს[2][3].

ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას საქართველოში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის წევრია. მოძრაობა მოქმედებს იუნესკოს ეგიდით, განათლება ყველასათვის დეკლარაციის ფარგლებში[4]. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საგნობრივი ასოციაციების მხარდაჭერა, მდგრადი განვითარების მიზნები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სკოლების მხარდაჭერა[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]