შინაარსზე გადასვლა

განათლება მონტენეგროში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტენეგროს დროშა

განათლება მონტენეგროში — განათლების პოლიტიკა რეგულირდება მონტენეგროს მთავრობის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

განათლების მიღება იწყება სკოლამდელ ან დაწყებით სკოლებში. ბავშვები 6 წლის ასაკში ირიცხებიან დაწყებით სკოლებში. დაწყებითი განათლება ცხრა წელი გრძელდება.

„ადამიანის უფლებათა გაზომვის ინიციატივის“ (HRMI) [1] კვლევებით აღმოჩნდა, რომ მონტენეგრო განათლების მიღების უფლების მიმართულებით ასრულებს ვალდებულების 89,4%-ს, აღნიშნული ინდექსი დგინდება ქვეყნის შემოსავლის დონის მიხედვით. [2] კვლევის თანახმად აღნიშნული პოლიტიკა არღვევს განათლების უფლებას როგორც დაწყებით, ისე საშუალო საფეხურზე. მონტენეგროს შემოსავლის დონის გათვალისწინებით ქვეყნის ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა რესურსები მეტად მიმართოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. [3]

1868 წლამდე მონტენეგროში მხოლოდ რამდენიმე დაწყებითი სკოლა იყო, მაგრამ 1868-1875 წლებში გაიხსნა 72 ახალი სკოლა, რომელიც ემსახურებოდა დაახლოებით 3000 მოსწავლეს. დაწყებითი განათლება გახდა სავალდებულო და ბავშვებისთვის სწავლება გახდა უფასო. 1869 წელს ცეტინიეში გაიხსნა მასწავლებელთა სემინარია და გოგონათა ინსტიტუტი. გოგონათა ინსტიტუტი იყო სპეციალიზებული სკოლა დაწყებითი სკოლების მასწავლებლებისთვის. 1875 წელს ახლად განვითარებულ ქალაქ დანილოვგრადში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა, მაგრამ სკოლა ორი წლის შემდეგ დაიხურა თურქეთთან ომის გამო. შემდგომში მსგავსი სკოლა გაიხსნა პოდგორიცაში 1893 წელს. ძალიან ახალგაზრდა, განათლებული ჩერნოგორიელები იკავებდნენ საკვანძო პოზიციებს ახალი მთავრობის ადმინისტრაციაში. 1880 წელს გაიხსნა პირველი „დაწყებითი საფეხურის კლასიკური გიმნაზია“ (5-8 კლასები). 1902 წელს ეს სკოლა ჩამოყალიბდა „უმაღლეს კლასიკურ გიმნაზიად“ (9-12 კლასები). 1899 წელს მონტენეგროში უკვე ფუნქციონირებდა 75 საჯარო და 26 კერძო სკოლა.

საგანმანათლებლო სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგანმანათლებლო სისტემა ერთიანია. სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავს ყველა ეთნიკური ჯგუფის ისტორიასა და კულტურას. სწავლების ენა არის მონტენეგრული (სერბული, ბოსნიური, ხორვატიული), ისევე როგორც ალბანური ზოგიერთ დაწყებით და საშუალო სკოლაში, სადაც ალბანელი მოსწავლეები კონტიგენტის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ. საშუალო სკოლამდე ყველა მოსწავლე ირიცხება საჯარო სკოლებში, რომლებიც ფინანსდება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 2008 წლის დეკემბერში მონტენეგროს განათლების მინისტრმა სრეტენ შკულეტიჩმა განაცხადა, რომ 2009 წელს ყველა სასკოლო სახელმძღვანელო დაიბეჭდება მონტენეგროულ ენაზე, როგორც განათლების რეფორმის ნაწილი. ასევე გამოსცემენ ლექსიკონებს და გრამატიკის წიგნებს.[4]

დაწყებითი განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მონტენეგროში უფასო და სავალდებულოა 6-დან 14 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, როდესაც ბავშვები დაწყებით, ცხრაწლიან სკოლაში სწავლობენ (რვაწლიანი პროგრამა აღარ გამოიყენება).

საშუალო სკოლები იყოფა სამ ტიპად და ბავშვები სწავლობენ ერთ-ერთში მათი არჩევანის შესაბამისად, ითვალსიწინებენ დაწყებითი სკოლის პროგრამასაც. სკოლების ტიპებია:

  • გიმნაზიაში სწავლება გრძელდება ოთხი წლის განმავლობაში და მოსწავლეებს სთავაზობენ ზოგად განათლებასა და საერთაშორისო მიდგომას. იგი ითვლება მოსამზადებელ სკოლად კოლეჯისთვის და შესაბამისად, ყველაზე პრესტიჟულად.
  • პროფესიულ სკოლებში სწავლება გრძელდება სამი ან ოთხი წლის განმავლობაში. სტუდენტების პროფესიულ სპეციალიზაციაზე არიან ორიენტირებულნი. თუმცა მიდგომა ჯერ კიდევ არ არის მიმართული კონკრეტულ პროფესიაზე.
  • პროფესიულ სასწავლებელში სწავლება გრძელდება სამი წლის განმავლობაში, გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე და სპეციალიზირებულია ვიწრო პროფესიებში.

უმაღლესი განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი საფეხურის დაწესებულებები იყოფა უმაღლეს განათლებასთან გათანაბრებულ და უმაღლესი განათლების დონის ფაკულტეტებად. სასწავლო პროგრამები უნივერსიტეტებში და ხელოვნების აკადემიებში გრძელდება 4-დან 6 წლამდე (ერთი წელი შედგება ორი სემესტრისგან) და აძლევენ ხელოვნების ბაკალავრის ან მეცნიერების ბაკალავრის ხარისხის დიპლომებს. უმაღლეს სკოლაში სწავლება გრძელდება ორიდან ოთხ წლამდე.

დიპლომის შემდგომი განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომის შემდგომი განათლება გრძელდება უმაღლესი საფეხურის შემდეგ და სტუდენტებს სთავაზობს მაგისტრის ხარისხსა და დოქტორანტურას.

  • საშუალო სკოლის დიპლომი
  • ბაკალავრის ხარისხი
  • მაგისტრის ხარისხი
  • დოქტორის ხარისხი
  1. Human Rights Measurement Initiative – The first global initiative to track the human rights performance of countries. ციტირების თარიღი: 2022-03-25
  2. Montenegro - HRMI Rights Tracker en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-24. ციტირების თარიღი: 2022-03-25
  3. Montenegro - HRMI Rights Tracker en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-24. ციტირების თარიღი: 2022-03-25