განადგურებული ლიტერატურული ნაწარმოებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


განადგურებული ქართული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცენზურის მოთხოვნით განადგურდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანი ელგუჯა – ავტორის მიერ საბოლოოდ ჩასწორებული ვერსია. ორიოდ ცალი სტამბის მუშებმა გადაარჩინეს.

განადგურებული საზღვარგარეთული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რობერტ ლუის სტივენსონის ცოლმა მისი რომანის „დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდი“ პირველი ხელნაწერი დაწვა. სტივენსონების მეგობრისადმი მიწერილ წერილში უ.ე. ჰენგოი ამას იმით ხსნის, რომ წიგნი სრული სისულელის ნაზავი იყო.
  • ბევრი რამ არ შემორჩა მორის მეტერლინკის პირველ ნაწარმოებთაგან, რადგან თვით ავტორის მიერ განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ფრაგმენტები.
  • მიხეილ ბულგაკოვმა რომანის ოსტატი და მარგარიტა პირველი რედაქცია გაანადგურა: „და მე ჩემი ხელით ვისროლე ცეცხლში ეშმაკზე რომანის შავი პირი“! დამწვარი რომანისაგან წინასწარი მონახაზის შავი პირი, დახეულფურცლებიანი ორი საერთო რვეული და მესამე რვეულის დაფლეთილი პატარა კონაღა შემორჩა. მწერალმა რამდენიმე წლის დღიური, თეთრი გვარდიის მეორე და მესამე ტომის შავი ვარიანტები და ბევრი სხვა რამაც გაანადგურა.
  • ანა ახმატოვამ გაანადგურა თავისი ნაწარმოებები „რუსული ტრიანონი“ და „ჩემი ახალგაზრდა ხელები“. ისინი მხოლოდ ნაწყვეტებად შემორჩა.
  • ენათმეცნიერის, მწერლისა და ეთნოგრაფის ვლადიმერ დალის რუსული ზღაპრების პირველ კრებულში ცენზურამ ხელისუფლების კრიტიკა დაინახა, ამიტომაც ტირაჟი მთლიანად ამოიღეს და გაანადგურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განადგურებული ლიტერატურული ნაწარმოებები, „ჩვენი მწერლობა“, № 17, 2006 წ.