შინაარსზე გადასვლა

გამჯა-ჯეონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამჯა-ჯეონი
ალტერნატიული
სახელები
კარტოფილის ალადები
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი კორეა
რეგიონი განგვონის პროვინცია
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი

გამჯა-ჯეონი (კორ. 감자전) ― ჯეონის, ანუ კორეული სტილის ალადების ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს წვრილად გახეხილ, დიდ რაოდენობის ზეთში შემწვარ, ოქროსფერ კარტოფილის მასას.

კარტოფილის კორეაში შეტანის შესახებ ბევრი თეორია არსებობს, თუმცა ისტორიკოსთა აზრით ეს 1824 წელს,[1] ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან ან 1832 წელს გერმანელი მისიონერის, კარლ გიუტცლაფის დამსახურებით მოხდა. კარტოფილი ძირითადად განგვონის პროვინციის ბორცვებსა და მთიანეთში მოჰყავდათ, ამიტომ გამჯა-ჯეონის მომზადება ამ რეგიონის მცხოვრებთათვის სპეციალობად იქცა. გამჯა-ჯეონი ტრადიციულად მხოლოდ კარტოფილის, მარილისა და ზეთისგან მზადდება[2]

გახეხილ კარტოფილს გემოვნებით შესაძლოა დაემატოს დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ჩვეულებრივი ან მწვანე ხახვი, დაჭრილი სოკო და ნიორი, რაც კერძს ფერსა და ხრაშუნა ტექსტურას სძენს. გამჯა-ჯეონი ასევე შეიძლება მოირთოს დაჭრილი, ახალი წითელი ან მწვანე წიწაკით. მას მიირთმევენ სოუსთან ერთად, რომელსაც ჩოგანჯანგი (초간장) ეწოდება და რომელიც სოიოს სოუსისა და ძმრისგან მზადდება.[3]

  1. Siegmund, Felix. Tubers in a Grain Culture დაარქივებული 2015-06-14 საიტზე Wayback Machine. : The Introduction of Sweet and White Potatoes to Choson Korea and Its Cultural Implications. Korean Histories 2.2, 2010
  2. Jo Min-jeong (조민정). 강원도식 감자. Patzzi / Lemontree. ციტირების თარიღი: 5.10.25.
  3. 감자전. The Chosun Ilbo. ციტირების თარიღი: 5.10.25.