ხსნარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გამხსნელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხსნარი — ეწოდება ორი ან მეტი ნივთიერებისაგან შემდგარ ცვლადი შედგენილობის ერთგვაროვან სისტემას. ანუ იგი წარმოადგენს გახსნილი ნივთერების ნაწილაკებისა და გამხსნელი მოლეკულების ერთგვაროვან ნარევს.

ხსნარი განსხვავდება ქიმიური ნაერთისაგან თავისი შემადგენლობითა და ბმის ხასიათით. ქიმიური ნაერთი შემადგენლობა მუდმივია, ხსნარისა კი ცვლადი. ნაერთში ატომები სავალენტო ძალებით არის შეკავშირებული მოლეკულების სახით, ხსნარში კი ვლინდება გახსნილი ნივთიერების და გამხსნელის მოლეკულებს შორის მოქმედი სუსტი ძალები.