გამჭოლი დამუშავება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამჭოლი დამუშავება (ინგლ. straight-through processing, STP) — ინფორმაციის დამუშავების უწყვეტი, სრულად ავტომატიზებული პროცესი. პირველადი მონაცემები შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ავტომატური სისტემების მიერ, აგრეთვე ხელით შეყვანის გზით, მაგრამ მათი შემდგომი გადაცემა და დამუშავება ხდება სრულად ავტომატურად.[1]

უფრო ვიწრო გაგებით STP ტექნოლოგია გულისხმობს, რომ საბროკერო კომპანია გამოდის კლიენტებსა და გარე ბაზრის შორის ავტომატური შუამავლის როლში. კლიენტების ორდერები ავტომატურად გადამისამართდება გარე ბაზარზე გარიგებების დასადებად ან მსხვილ კონტრაგენტზე.

ტრანზაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

STP შემუშავებულ იქნა 1990-იან წლების დასაწყისში ლონდონში აქციებით ვაჭრობისათვის საფონდო ბაზრებზე ავტომატური დამუშავებისათვის.[2]

წარსულში გადახდების გატარება ყოველთვის მოითხოვდა ხელით მუშაობას.[3] პროცესი ხშირად რამდენიმე საათს იკავებდა. ამასთანავე ადამიანის დამატებითი ჩარევა იწვევდა შეცდომების დიდ საფრთხეს.

STP-ს მეშვეობით ფულთან ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები შეიძლება დამუშავდეს და დაიდოს იმავე დღეს.

გადახდები ჯერ კიდევ შეიძლება იყოს არა -STP სხვადასხვა მიზეზთა გამო.[4]

უპირატესობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრული დანერგვისას STP-მ შეიძლება შესთავაზოს აქტივების მმართველებს ისეთი უპირატესობანი, როგორიცაა დამუშავების უფრო მოკლე ციკლები, დაანგარიშების რისკების შემცირება და უფრო დაბალი საოპერაციო ხარჯები.[5]

ზოგიერთი დარგის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 100% ავტომატიზაცია მიუწვდომელი მიზანია.[6] ამის ნაცვლად ისინი წინ წევენ ფირმაში შიდა -ს დონეების ამაღლებას და უბიძგებენ ფირმების ჯგუფებს ერთად ერთმანეთში ან ორმხრივ საფუძველზე ანდა მომხმარებელთა საზოგადოების (გარე STP) სახით იმუშაონ სატრანზაქციო ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა სხვა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ STP მიღწეულ იქნება ბიზნეს-პროცესების ფუნქციონალური თავსებადობის გამოჩენასთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Straight-Through Processing (STP). investopedia.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 13 სექტემბერი.
  2. Straight Through Processing (STP) Brokers Guide. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2021 წლის 13 სექტემბერი.
  3. Rising to the Challenge: Five Barriers to STP in the Treasury Department. theglobaltreasurer.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 13 სექტემბერი.
  4. Challenges around STP in Payments. finextra.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 13 სექტემბერი.
  5. Frequently Asked Questions On Straight Through Processing. sebi.gov.in. ციტირების თარიღი: 2021 წლის 13 სექტემბერი.
  6. STP and Credit Derivatives. waterstechnology.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 13 სექტემბერი.