შინაარსზე გადასვლა

გამცილებელი (რკინიგზა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Amtrak-ის მატარებლის გამცილებელი

გამცილებელი — რკინიგზის თანამშრომელი, რომელიც მიაცილებს სამგზავრო ვაგონს გზაში და ემსახურება მგზავრებს.

გამცილებლის ფუნქციონალური მოვალეობაა — ვაგონის, მისი სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების, საექსპლოატაციო მდგომარეობის მოვლა, სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გზაში მგზავრების მომსახურება.

სამგზავრო ვაგონის გამცილებლის ძირითადი მოვალეობებია:

  • მგზავრების ჩაჯდომა/ჩამოსვლის განხორციელება;
  • მონაცემთა, სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება;
  • ლოგინის თეთრეულის გაცემა/გაყიდვა და მათი შეკრება;
  • ჩაის სავაჭრო პროდუქციის, ასევე არასაკვები საქონლის რეალიზაცია;
  • მგზავრების ინფორმირება დანიშნულების სადგურთან მიახლოების შესახებ;
  • საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებში — მგზავრთა ორგანიზაცია სასაზღვრო კონტროლის გასავლელად;
  • ვაგონის დასუფთავება გზაში და ბრუნვის პუნქტში.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკრება და გატანა;

  • ყინულის მოცილება სამგზავრო ვაგონის სავალი ნაწილებიდან ზამთრის პერიოდში;
  • ვაგონში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება.

გამცილებელი მატერიალურად პასუხისმგებელია ვაგონის მთელი ქონების შენარჩუნებაზე. ესაა ლოგინის თეთრეული, ჭურჭელი, სამუშაო ინვენტარი და მოწყობილობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]