შინაარსზე გადასვლა

გამბიეს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამბიეს კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Gambier

გამბიეს კუნძულების განლაგება
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 23°09′ ს. გ. 134°58′ დ. გ. / 23.150° ს. გ. 134.967° დ. გ. / -23.150; -134.967
კუნძულთა რაოდენობა 14
მთავარი კუნძული მანგარევა
ფართობი 31 კმ²
უმაღლესი წერტილი 441 მ
დაფის მთა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1592 (2017)
სიმჭიდროვე 51,35 ად. /კმ²
გამბიეს და ტემოეს კუნძულები.

გამბიეს კუნძულები (ფრანგ. Îles Gambier) — მომცრო კუნძულების ჯგუფი საფრანგეთის პოლინეზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტუამოტუს კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ხშირად გამბიეს კუნძულები განიხილება, როგორც ტუამოტუდან გამოყოფილი კუნძულების ჯგუფი, მარკიზის კუნძულებთან კულტურული და ლინგვისტიკური სიახლოვის გამო, ასევე გეოლოგიური აგებულებით (ამ ჯგუფის კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა, მაშინ როდესაც ტუამოტუ — ატოლების ჯგუფია). ატოლ ტემოეს მისი სიახლოვის გამო ხშირად მიაკუთვნებენ გამბიეს კუნძულებს.

ფართობი — 31 კმ². მოსახლეობა — 1592 ადამიანი (2017).[1]

გამბიეს არქიპელაგის შემადგენლობაში შედის ოთხი დიდი კუნძული და 10 მოტუ, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ლაგუნით:

კუნძული ან რიფიხმელეთის ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2017)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატები
აქტეონის კუნძულები
1ვაჰანგა3,812,621°19′ ს. გ. 136°39′ დ. გ. / 21.317° ს. გ. 136.650° დ. გ. / -21.317; -136.650
2მატურეივავაო2,51821°29′ ს. გ. 136°24′ დ. გ. / 21.483° ს. გ. 136.400° დ. გ. / -21.483; -136.400
3ტენარარო21,621°18′ ს. გ. 136°45′ დ. გ. / 21.300° ს. გ. 136.750° დ. გ. / -21.300; -136.750
4ტენარუნგა2,2521°21′ ს. გ. 136°32′ დ. გ. / 21.350° ს. გ. 136.533° დ. გ. / -21.350; -136.533
გამბიეს კუნძულები
5აკამარუ2,1125,7123°10′52″ ს. გ. 134°54′56″ დ. გ. / 23.18111° ს. გ. 134.91556° დ. გ. / -23.18111; -134.91556
6აგაკაუიტაი0,723°09′55″ ს. გ. 135°02′06″ დ. გ. / 23.165361° ს. გ. 135.035250° დ. გ. / -23.165361; -135.035250
7აუკენა1,352518,5223°06′42″ ს. გ. 134°54′01″ დ. გ. / 23.11167° ს. გ. 134.90028° დ. გ. / -23.11167; -134.90028
8კამაკა0,512,0023°14′36″ ს. გ. 134°57′28″ დ. გ. / 23.24333° ს. გ. 134.95778° დ. გ. / -23.24333; -134.95778
9მაკაროა0,223°13′11″ ს. გ. 134°58′14″ დ. გ. / 23.21972° ს. გ. 134.97056° დ. გ. / -23.21972; -134.97056
10მანგარევა15,4138489,8723°06′ ს. გ. 134°57′ დ. გ. / 23.100° ს. გ. 134.950° დ. გ. / -23.100; -134.950
11მანუი0,123°13′55″ ს. გ. 134°56′44″ დ. გ. / 23.23194° ს. გ. 134.94556° დ. გ. / -23.23194; -134.94556
12ტარავაი5,781,4023°08′ ს. გ. 135°01′ დ. გ. / 23.133° ს. გ. 135.017° დ. გ. / -23.133; -135.017
13ტემოე2,11223°20′ ს. გ. 134°29′ დ. გ. / 23.333° ს. გ. 134.483° დ. გ. / -23.333; -134.483
14ტოტეგეგიე0,123°05′ ს. გ. 134°53′ დ. გ. / 23.083° ს. გ. 134.883° დ. გ. / -23.083; -134.883
სულ38,7549,2143036,9023°00′ ს. გ. 136°00′ დ. გ. / 23.000° ს. გ. 136.000° დ. გ. / -23.000; -136.000

არქიპელაგ გამბიეს კუნძულთა უმრავლესობას აქვს ვულკანური წარმოშობა და ისტორიამდელ დროს ჩაძირული ვულკანის კრატერის ნაწილია. მომცრო კუნძულების ჯგუფს აქვთ მარჯნული წარმოშობა. გამბიეს კუნძულების უმაღლესი წერტილია — დაფის მთა (Mt. Duff) კუნძულ მანგარევაზე (441 მ).

კლიმატი გამბიეს კუნძულებზე ტროპიკულია. წელიწადში ყველაზე ცივი თვეებია — ივლისი და აგვისტო (15 °C).

სავარაუდოდ, პირველი პოლინეზიელები კუნძულ ფამბიეზე მოვიდნენ მარკიზის კუნძულებიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1200 წელს. პირველი ევროპელი, რომელმაც აღმოაჩინა არქიპელაგი იყო ბრიტანელი კაპიტანი ჯონ უილსონი ლონდონის მისიონერთა საზოგადოებიდან. ის ცურავდა კუნძულის ახლოს 1797 წელს გემით «დაფი». არქიპელაგს სახელი მან დაარქვა ბრიტანეთის საადმირალოს ლორდის ჯეიმზ გამბიეს პატივსაცემად, რომელიც იყო ექსპედიციის ფორმალური პატრონი. 1834 წლიდან 1871 წლამდე კუნძულებზე გადასხდნენ კათოლიკე მისიონერები. XX საუკუნის დასაწყისში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამბიეს კუნძულების ინფრასტრუქტურაში: აშენდა გზები, ქვის სახლები, ეკლესიები. საფრანგეთის პროტექტორატი კუნძულებზე გავრცელდა 1871 წელს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამბიეს კომუნაში შედის: 4 აქტეონის კუნძული, 10 გამბიეს კუნძული და 3 ტუამოტუს კუნძული. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი რიკიტეა.

კუნძული ან რიფიხმელეთის ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2017)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
აქტეონის კუნძულები
1ვაჰანგა3,812,6
2მატურეივავაო2,518
3ტენარარო21,6
4ტენარუნგა2,25
გამბიეს კუნძულები
5აკამარუ2,1125,71ტოკანი
6აგაკაუიტაი0,7
7აუკენა1,352518,52პურირაუ
8კამაკა0,512,00
9მაკაროა0,2
10მანგარევა15,4138489,87რიკიტეა
11მანუი0,1
12ტარავაი5,781,40აგონოკო
13ტემოე2,112
14ტოტეგეგიე0,1
ტუამოტუს კუნძულები
15მორანე211
16მარუტეა სამხრეთი141121047,43
17მარია37
გამბიეს კომუნა57,75179,2153426,56რიკიტეა
  1. 1 2 3 2017 წლის მოსახლეობის აღწერა