გამარ ალმასზადე
| გამარ ჰაჯიაღა ყიზი ალმასზადე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
10 მარტი 1915 ბაქო, აზერბაიჯანი |
| გარდაცვალების თარიღი |
7 აპრილი, 2006 (91 წლის) ბაქო, აზერბაიჯანი |
| მოქალაქეობა |
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა |
| საქმიანობა | ბალერინა[1] , ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ballet teacher[1] და ballerina |
გამარ ჰაჯიაღა-ყიზი ალმასზადე (აზერ. Qəmər Hacıağa qızı Almaszadə დ. 10 მარტი, 1915 — გ. 7 აპრილი, 2006) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ბალერინა, ბალეტმაისტერი და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1959). აზერბაიჯანის პირველი ბალერინა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამარ ალმასზადე დაიბადა 1915 წლის 10 მარტს ბაქოში ბებიაქალის ოჯახში. პირველად შევიდა ბალეტზე 6 წლის ასაკში, კერძო სტუდიაში (მოგვიანებით კი ოპერის თეატრთან არსებულ სკოლაში, დღეს ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი).
სწავლის დასრულების შემდეგ 1930 წლიდან ბალერინა — მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. 1932 წელს ითამაშა მეორე სახის როლი რეინგოლდ გლიერის „შაჰსენემის“ ოპერაში.
1933-1936 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში (დღეს აგრიპინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია), მარია რომანოვა (ულანოვას) (ბალერინა გალინა ულანოვას დედის) კლასში.
1936 წლიდან მ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.

1937 წელს სათავეში ჩაუდგა აზერბაიჯანის ფილარმონიასთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლს, ხელმძღვანელობდა ანსამბლის საცეკვაო ჯგუფს, დგამდა სახალხო ცეკვებს. მონაწილეობდა ექსპედიციებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კომპოზიტორ უზეირ ჰაჯიბეკოვის ხელმძღვანელობით ხალხური ცეკვების შეგროვების მიზნით, რათა შემდგომ დაედგათ დიდ სცენაზე.[2].
1953 წლიდან — მ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმეისტერი, 1972 წლიდან კი — საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. იმყოფებოდა გასტროლებზე საფრანგეთში, ინდოეთში და ნეპალში.[3].
1936 წლიდან ასწავლიდა ბაქოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, შემდგომ გახდა მისი დირექტორი (1990-იანი წლების ბოლომდე). მის მოსწავლეებს შორის არიან: ლეილა ვექილოვა, რაფიგა ახუნდოვა, ჩიმნაზ ბაბაევა, თამილა შირალიევა და სხვები.
1970 წელს მოწვეულ იქნა ერაყის კულტურის სამინისტროს მიერ ბაღდადში, სადაც მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ერაყის სახალხო ცეკვების ანსამბლი.[4]
არის აზერბაიჯანის ბალეტთან დაკავშირებული რამდენიმე სტატიის ავტორი.[5]
1945 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.
1931 წელს იქორწინა აფრასიიაბ ბადალბეილიზე, მაგრამ მათი ოჯახი დაიშალა ბალეტ „ქალწულის კოშკზე“ ერთობლივი მუშაობის პროცესში (1940).[6]
გარდაიცვალა 2006 წლის 7 აპრილს. დაკრძალულია ბაქოში, საპატიო დაკრძალვის ხეივანში.
დამონტაჟდა მემორიალური დაფა სახლზე, რომელშიც გამარ ალმასზადე 1937-2006 წლებში ცხოვრობდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Visuotinė lietuvių enciklopedija Online
- ↑ Женщины Азербайджана: Гамер Алмасзаде - 1NEWS.AZ
- ↑ Гамэр Алмасзаде в энциклопедии балета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 2017-12-23.
- ↑ Center Stage: My Life as Azerbaijan's First Ballerina by Gamar Almaszadeh. Azerbaijan International. #10.3. Autumn 2002
- ↑ Театральная Энциклопедия. драма опера балет оперетта цирк эстрада драматург режиссёр
- ↑ Первая балерина Азербайджана. Нонна де Гюбек. Baku Pages. 1 июля 2005
- დაბადებული 10 მარტი
- დაბადებული 1915
- გარდაცვლილი 7 აპრილი
- გარდაცვლილი 2006
- აზერბაიჯანელი ბალერინები
- XX საუკუნის ბალერინები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ბაქოში გარდაცვლილები
- ბაქოში დაბადებულები