გამარჯვების დღე (9 მაისი)

გამარჯვების დღე (რუს. День Победы) — სამოქალაქო დღესასწაული, რომელიც ზეიმობს 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას. აღინიშნება 1945 წლის 8 მაისს გვიან საღამოს (მოსკოვის დროით — 9 მაისს) გერმანიის კაპიტულაციის აქტის ხელმოწერის აღსანიშნად. საბჭოთა მთავრობამ გამარჯვება გამოაცხადა 9 მაისის დილით ბერლინში ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.[1] დღესასწაული 1945 წელს დაწესდა, თუმცა უქმე დღედ 1965 წელს გამოცხადდა.
აღმოსავლეთ გერმანიაში 8 მაისი აღინიშნებოდა როგორც გათავისუფლების დღე 1950 წლიდან 1966 წლამდე. 1967 წელს 8 მაისს აღნიშნეს საბჭოთა სტილის „გამარჯვების დღე“. 2002 წლიდან გერმანიის ფედერალურ მხარეში მეკლენბურგ-წინა პომერანია აღინიშნება ნაციონალ-სოციალიზმისგან გათავისუფლებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე.[2] საქართველოში 9 მაისი ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული და ეწოდება ფაშიზმზე გამარჯვების დღე.[3]
1991 წლიდან 9 მაისს რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად აღნიშნავს გამარჯვების დღეს. დღესასწაული იმავე დღესა და ესთეტიკით აღინიშნებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც. ევროპული ქვეყნების უმეტესობა აღნიშნავს ევროპაში გამარჯვების დღეს (VE Day ან V-E Day) 8 მაისს, ხოლო 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა გამოაქვეყნა შუმანის დეკლარაცია, რომლითაც ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანება შეიქმნა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Earl F. Ziemke, 1990, Washington DC, CENTER OF MILITARY HISTORY, CHAPTER XV:The Victory Sealed გვერდი 258, ბოლო ორი აბზაცი
- ↑ Gesetz über Sonn- und Feiertage des Landes Mecklenburg-Vorpommern. Mv.juris.de. ციტირების თარიღი: 15 July 2012
- ↑ საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 30. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 2025-03-08.
- ↑ EUROPA - The Schuman Declaration – 9 May 1950. europa.eu.
- მეორე მსოფლიო ომის შედეგები გერმანიაში
- მეორე მსოფლიო ომის შედეგები საბჭოთა კავშირში
- საჯარო დღესასწაულები სომხეთში
- საჯარო დღესასწაულები აზერბაიჯანში
- საჯარო დღესასწაულები ბელარუსში
- საჯარო დღესასწაულები საქართველოში
- საჯარო დღესასწაულები ისრაელში
- საჯარო დღესასწაულები ყაზახეთში
- საჯარო დღესასწაულები ყირგიზეთში
- საჯარო დღესასწაულები მოლდოვაში
- საჯარო დღესასწაულები მონღოლეთში
- საჯარო დღესასწაულები მონტენეგროში
- საჯარო დღესასწაულები რუსეთში
- საჯარო დღესასწაულები სერბეთში
- საჯარო დღესასწაულები საბჭოთა კავშირში
- საჯარო დღესასწაულები ტაჯიკეთში
- საჯარო დღესასწაულები დნესტრისპირეთში
- საჯარო დღესასწაულები თურქმენეთში
- ყოფილი საჯარო დღესასწაულები უკრაინაში
- საჯარო დღესასწაულები უზბეკეთში
- მაისის დღესასწაულები
- გამარჯვების დღეები
- გაზაფხული რუსეთში
- 2015 წლის გაუქმებული დღესასწაულები უკრაინაში
- ვიდეოკლიპების შემცველი სტატიები