გამარჯვება (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„გამარჯვება“ — ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიოდული გამოცემა. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გორის კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების საწარმოო სამმართველოსთან არსებული გაზეთი. გამოდიოდა საბჭოთა პერიოდში გორში, 1962 წლიდან 1990 წლამდე. ამ გაზეთის სახელწოდების ქვეშ 1962 წლის 29 აპრილიდან გაერთიანდა შემდეგი სახელწოდების გაზეთები: „გამარჯვების გზით“ — ხაშური, „კომუნიზმისაკენ“ — კასპი, „სოციალისტური სოფელი“გორი, „ქარელის კოლმეურნე“ — ქარელი. რედაქტორი — შ. მახარობლიძე. გამოსცემდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო გორში.

1966 წლიდან ხაშურს კვლავ თავისი პერიოდული გამოცემა აქვს სახელწოდებით — „გამარჯვების გზა“. საკუთრივ გაზეთ „გამარჯვებას“ 1990–1997 წლებში გაზეთი „გორი“ ერქვა, 1990 წლის №142-დან აგრძელებდა ნუმერაციას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]