შინაარსზე გადასვლა

გალფის პროვინცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
გალფი
ინგლ. Gulf Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Kerema
შიდა დაყოფა Kerema District და Kikori District
კოორდინატები 7°20′00″ ს. გ. 145°00′00″ ა. გ. / 7.33333° ს. გ. 145.00000° ა. გ. / -7.33333; 145.00000
ფართობი 34 472 კმ²
მოსახლეობა 158 197 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4,59 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]

გალფის პროვინცია (ინგლ. Gulf Province, Gulf — „ყურე“) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ სანაპიროზე. პროვინცია იყოფა 2 რაიონად: კერემა და კიკორი. პროვინციის ძირითად ტომს ჰქვია ტოარიპი. პროვინციაში ოთხი აეროპორტია: იჰუ, კერემა, ბაიმურუ და კიკორი. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია კერემა — პროვინციების ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქი-ადმინისტრაციული ცენტრი. მისი მოსახლეობა ძლივს აღწევს ხუთი ათას ადამიანს.

პროვინციის რელიეფს, მის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადად შეადგენენ მთები და გორაკები. ცენტრალურ ნაწილში რელიეფი ზღვის დონიდან სულ აწეულია მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით.