გალისიის ავტონომიის აქტი (1936)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Estatuto de Galicia (pdf).

გალისიის ავტონომიის აქტი (1936) — გალისიის ავტონომიის აქტი. აქტის მიღება მოხდა რეფერენდუმზე და წარედგინა ესპანეთის პარლამენტს. თუმცა აქტის მიღება არ მომხდარა ესპანეთში განვითარებული სამოქალაქო ომისა (1936–1939) და შემდგომ ფრანკოს დიქტატურის გამო (1939–1977). აქტი შედგენილი იყო გალისიური პარტიის პარტიო გალეგუისტას მიერ და არის დღევანდელი 1981 წლის ავტონომიის აქტის ისტორიული წინამორბედი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში პარტიო გალეგუისტას მიერ გაღვივებულმა გალისიურმა ნაციონალიზმა გალისიასა და დანარჩენ ესპანეთს შორის ურთიერთობაში ბევრი საკითხი წამოწია. საკითხები ვარირებდა რეგიონის ავტონომიიდან სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნამდე. ესპანეთის მეორე რესპუბლიკის (1931–1939) დროს აქტუალური იყო ფედერალური მოწყობის საკითხი, სადაც ესპანეთის რეგიონებს შესაძლებლობა ექნებოდათ ესარგებლათ ფართე ავტონომიით და დეცენტრალიზაციით.[1] ამ ფონზე პარტიო გალეგუისტამ გალისიის ავტონომიის იდეის პოპულარიზებისთვის 1931 წელს შეიმუშავა გალისიის ავტონომიის აქტი, რომელიც დაფუძნებული იყო ადრეულ გალისიანიზმის და თანამედროვე ნაციონალიზმის იდეებზე.

დოკუმენტის მონახაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს, ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დამყარებისთანავე the Seminario de Estudos Galegos-მა (გალისიურის შესწავლის სემინარი) წამოაყენა ავტონომიის აქტის პირველი მონახაზი. მასში გადმოცემული იყო შემდეგი პუნქტები: თავი 1. გალისია წარმოაგდენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ესპანეთის ფედერალური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
თავი 2. გალისიის სახელმწიფოში ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ, გალისიური და ესპანური.
სამოქალაქო მომსახურების პირებმა უნდა იცოდნენ გალისიური.
თავი 3. გალისიის ეროვნული ფერებია თრეთრი და ცისფერი.
თავი 4. გალისიის ტერიტორია მოიცავს ოთხ ძველ პროვინციას: Coruña, Lugo, Pontevedra და Ourense
თავი 5. ნებისმიერი მეზობელი ტერიტორია შეიძლება შეუერთდეს გალისიას თუ ეს მისი მოსახლეობის 2/3-ის სურვილი იქნება(...)
თავი 6. გალისიის მოქალაქე არის:

a) ნებისმიერი ვინც დაიბადება გალისიაში გალისიელი მშობლების მიერ.
b) ნებისმიერი ვისაც ჰყავს გალისიელი დადა ან მამა, თუნდაც ის იყოს საზღვარგარეთ დაბადებული (...)
c) ნებისმიერი ვინც არ დაბადებულა გალისიაში და/ან არ ჰყავს გალისიელი წინაპრები თუ ის ოფიციალურად არის გალისიის რეზიდენტი.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cores Trasmonte, B. (1986): Las polémicas de Bóveda en la gestación del Estatuto de Autonomía. Ediciós do Castro, Sada
  • Hooper, J. (1986): The Spaniards. A New Portrait of Spain. Viking Press, New York
  • López, Pablo C. (2006): "Estatuto do 36, setenta anos construíndo nación", in Faneca brava, no. 10, p. 6–7
  • Lorenzo Crespo, J.B. (2006): "O Estatuto do 36", in Cadernos do Ateneo Eumés, no. 4, p. 31–38
  • Viveiro Mogo, P. (2008): O Estatuto galego durante a II República. Edicións do Castro, Sada

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Castelao (1944): Sempre en Galiza, among others
  2. A Autonomía galega (1846–1981), pp. 228–229, Consellería da Presidencia (Xunta de Galicia), Santiago de Compostela, 1986.