გალინა ჰატჩინსი
| გალინა ჰატჩინსი | |
|---|---|
| დაბადების სახელი | გალინა ანდროსოვიჩი |
| დაბადების თარიღი |
9 აპრილი, 1979 გოროდეცი, ოვრუჩის რაიონი,ჟიტომირის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
21 ოქტომბერი, 2021 (42 წლის) ალბუკერკი, ნიუ-მექსიკო, აშშ |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | AFI Conservatory[1] , Taras Shevchenko National University of Kyiv, Institute of Journalism[2] , National University of Life and Environmental Sciences of Ukraine, UCLA School of Theater, Film and Television[3] [4] და Fox DP Lab[5] |
| საქმიანობა | დამდგმელი ოპერატორი, ჟურნალისტი-გამომძიებელი |
| აქტიური | 2006-2021 |
გალინა ჰატჩინსი (დაბ. გალინა ანდროსოვიჩი ;ინგლ. Halyna Hutchins, უკრ. Галина Хатчінс ; .დ. 9 აპრილი, 1979 , გოროდეცი, ჟიტომირის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ [6] — გ. 21 ოქტომბერი, 2021, ალბუკერკი, ნიუ-მექსიკო, აშშ ) — ამერიკელი კინოოპერატორი და ჟურნალისტი-გამომძიებელი. მონაწილეობა მიიღო ოცდაათზე მეტი სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის და სერიალის შექმნაში. [7]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალინა ჰატჩინსი დაიბადა 1979 წელს უკრაინის სსრ ჟიტომირის რაიონის სოფელ გოროდეცში. მამა ანატოლი ანდროსოვიჩი — სამხედრო მეზღვაური, რომელიც მსახურობდა ქალაქ მურმანსკში. დედა — ოლგა. და —სვეტლანა , ცხოვრობს ინდონეზიაში. [8] გალინას ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა საბჭოთა სამხედრო ბაზაზე არქტიკაში. შემდეგ დაბრუნდნენ უკრაინაში. [9]
2001 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი. შემდეგ დაამთავრა კიევის ეროვნული უნივერსიტეტი საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. [10]
კინოკარიერამდე ჰატჩინსი დაკავებული იყო ჟურნალისტური საქმიანობით აღმოსავლეთ ევროპაში, მუშაობდა დოკუმენტურ ფილმებზე დიდ ბრიტანეთში. შემდეგ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ფოკუსირება მოეხდინა კინოკარიერაზე. 2013 წლიდან 2015 წლამდე სწავლობდა ამერიკის კინოს ინსტიტუტის კონსერვატორიაში, სადაც მისი მენტორი იყო სტივენ ლაითჰილი. სადისერტაციო პროექტი „დაფარული“, რეჟისორ რაიან ფარზადთან ერთად, ნაჩვენები იყო საერთაშორისო კინოფესტივალზე Camerimage. [11]
გალინა ცოლად გაჰყვა მეთიუ ჰატჩინსს. წყვილს შეეძინა ვაჟი ანდროსი (2021 წლის ოქტომბერს იყო 8 წლის ). [12]
2018 წელს გალინა გახდა რვა კინემატოგრაფისტიდან ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობა მიიღო Fox DP Lab პროგრამაში, რომელიც შეიქმნა ქალი კინემატოგრაფისტებისთვის მეტი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. [13] 2019 წელს ჟურნალმა American Cinematographer მას უწოდა კინემატოგრაფის „ამომავალი ვარსკვლავი“.[11] 2020 წელს გალინა იყო ადამ იჯიპტ მორტიმერის ფილმ Max Fist - ის ოპერატორი.
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის 21 ოქტომბერს, ვესტერნის ჟანრის ფილმ „ჟანგის“ გადაღებისას სანტა ფეში, ნიუ-მექსიკოში, გალინა ჰატჩინსი სასიკვდილოდ დაჭრა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა. იარაღები, რომლებიც ალეკ ბოლდუინმა გამოიყენა გადაღებების დროს, დატენილი იყო საბრძოლო ვაზნებით. გალინა ჰატჩინსი დაიღუპა გულმკერდში მიღებული ჭრილობისგან ალბუკერკის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. გალინა ჰატჩინსთან ერთად დაიჭრა რეჟისორი ჯოელ სოუზაც, მაგრამ მისი ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილა. [14]
23 ოქტომბერს საღამოს ალბუკერკის Civic Plaza-ში გაიმართა ოპერატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოსათხოვარი აქცია სანთლის შუქზე, რომელიც ორგანიზებული იყო თეატრალური სცენის მუშაკთა საერთაშორისო ალიანსის IATSE Local 600-ისა და IATSE Local 480-ის მიერ.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის ოქტომბერში, ჰატჩინსის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მასწავლებლებმა და მეგობრებმა ამერიკის კინოს ინსტიტუტში დააარსეს გალინა ჰატჩინსის მემორიალური სტიპენდიის ფონდი, კინორეჟისორ ქალთა განათლების ხელშეწყობის მიზნით. [15] გალინას ქვრივმა მეტ ჰატჩინსმა დაამტკიცა პროექტი და თხოვნით მიმართ ყველას, ვისაც გალინას ხსოვნის პატივისცემა სურდა, შემოწირულობა გაეკეთებინა ფონდში. [16]
ჰატჩინსის ტრაგიკულ დაღუპვას მოჰყვა მოწოდებები იარაღის უსაფრთხოების რეფორმის შესახებ ფილმების გადასაღებ მოედნებზე. პროდიუსერმა ალექსი ჰეულიმ დაადასტურა, რომ ჰატჩინსის სიკვდილის შემდეგ, სერიალში ყველა საბრძოლო მოქმედების იარაღი უნდა შეცვლილიყო საჰაერო თოფებითა და კომპიუტერით გენერირებული ციმციმებით. [17] ერიკ კრიპკემ, სუპერგმირების შესახებ ამერიკული სერიალ „ ბიჭების“ შოურანერმა, ასევე პირობა დადო, რომ აკრძალავდა ცეცხლსასროლ იარაღს თავის შოუში. [18] კინორეჟისორმა ბანდარ ალბულივი მოგვიანებით გამოვიდა წინადადებით გადასაღებ მოედნებზე ნამდვილი იარაღის გამოყენების სრული აკრძალვის შესახებ. მის პეტიციას „გალინას კანონის“ შექმნის შესახებ მხარი დაუჭირა მსახიობმა და რეჟისორმა ოლივია უაილდმა. [19]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Unfall bei Dreharbeiten: Alec Baldwin erschießt Kamerafrau // BR24 (22.10.2021)
- ↑ Кушнір М., Лазур В., Холодов П. Яким було життя загиблої кінооператорки Галини Хатчінс – відео — პრაღა: 2021.
- ↑ Tangcay J. AFI Honors Halyna Hutchins' Legacy With Scholarship Fund for Women Cinematographers — New York, Los Angeles, CA: Penske Media Corp., 2021. — ISSN 0042-2738
- ↑ Evans G. Fox DP Lab Announces Inaugural Class Of Eight Female Cinematographers — 2018.
- ↑ Rahman, Abid (2021-10-22). „Cinematographer Halyna Hutchins Dies at 42 After Prop Gun Incident on Alec Baldwin Film“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ Rottenberg, Josh (2021-10-22). „Cinematographer Halyna Hutchins killed by a prop gun, just as her career was taking off“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ Family of Halyna Hutchins mourns slain cinematographer as investigation into 'Rust' film set shooting continues. ციტირების თარიღი: 2021-11-01.
- ↑ «Три освіти, сила і талант»: що відомо про Галину Хатчінс, яку застрелив на зйомках Алек Болдуїн. Радио «Свобода» (2021-10-22). ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ Выстрелы актера Алека Болдуина во время съёмок привели к гибели оператора и ранению режиссёра. «Русская служба Би-би-си» (2021-10-22). ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- 1 2 Rising Stars of Cinematography 2019 - The American Society of Cinematographers. American Cinematographer. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ Отец оператора, погибшей на съемках фильма «Раст», не винит Болдуина в ее смерти. ციტირების თარიღი: 2021-11-01.
- ↑ Fox DP Lab Announces Inaugural Class Of Eight Female Cinematographers (2018-11-08). ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ „Alec Baldwin fatally shoots woman with prop gun on movie set“. BBC News. 2021-10-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ Halyna Hutchins Memorial Scholarship Fund. ციტირების თარიღი: 2021-10-23
- ↑ 'Rust' Director Joel Souza 'Gutted by the Loss' of Halyna Hutchins After Tragedy on Alec Baldwin Set. ციტირების თარიღი: 2021-10-23
- ↑ ABC's 'The Rookie' bans live guns on set following fatal 'Rust' incident: 'An easy decision'. ციტირების თარიღი: 2021-10-26
- ↑ The Boys Showrunner Vows to Never Use Blanks After Baldwin Film Shooting. ციტირების თარიღი: 2021-10-26
- ↑ Halyna Hutchins Death: Petition To Ban Real Guns On Film Sets Races Past 23,000 Signatories; California Senator Vows Ammunition Legislation. ციტირების თარიღი: 2021-10-26