გალინა გრესელ-კოშუტი
გალინა ალექსანდრეს ასული გრესელ-კოშუტი (დ. 12 სექტემბერი, 1909, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი, — გ. 4 აგვისტო, 2008, თბილისი) — არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).
დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1933 წელს. როგორც არქიტექტორ-დამპროექტებელი მონაწილეობდა თბილისში ცენტრალური სტადიონისა (1934–1935) და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის (1935–1936) დაპროექტების ბოლო სტადიაზე. ძირითადად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში „საქქალაქმშენსახპროექტი“ (1936–1941, 1944–1976). მის მიერ განხორციელებული მთავარი პროექტებია: საბავშვო ბაღი ოზურგეთში (1948), საცხოვრებელი სახლები თბილისში, ახმეტაში, კაჭრეთში; მდ. ლიახვის სანაპირო გორში (1948), სასტუმრო მესტიაში (1953), ავტოვაგზალი თბილისში (სანაპიროზე, 1954), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმი გაგრაში (1970, გივი ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.