გალიენუსის თაღი

გალიენუსის თაღი — სერვიანეს კედელში არსებული უძველესი რომაული თაღის სახელწოდება. სწორედ აქ იწყებოდა ძველი რომაული გზები ვია-ლაბიკანა და ვია-ტიბურტინა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თაღი მონუმენტური სტილით ხელახლა ააგეს ავგუსტუსის პერიოდში.[1] იგი არ იყო გამიზნული როგორც ტრიუმფალური თაღი, არამედ როგორც კარიბჭე რომის რესპუბლიკური პერიოდის ქალაქის კედელში.[2] 262 წელს, იმპერატორის სახლის წევრმა, მხედარმა მარკუს აურელიუს ვიქტორმა,[3] თაღი ხელახლა მიუძღვნა იმპერატორ გალიენუსს და მის მეუღლეს სალონინას, ორიგინალური წარწერის შეცვლით. ხელახალი მიძღვნის მიზანი იყო იმ უარყოფითი პუბლიციტეტის დაბალანსება, რომელიც გალიენუსმა მიიღო მისი მმართველობის დროს იმპერიის სხვადასხვა მარცხის გამო.[2]
ადგილმდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თაღი დგას ვია-სან-ვიტოზე. მისი გაგრძელება, ვია-სან-მარტინო-აი-მონტი, მიჰყვება ძველი არგილეტუმის მარშრუტს, რომელიც მთავარი გზა იყო რომის ფორუმისკენ.
უკვე ავგუსტუსის პერიოდში ესკვილინის კარიბჭე შეტანილი იყო ესკვილინის ფორუმში, რომელიც მოიცავდა მაკელუმ ლივიას სახელით ცნობილ ბაზარს. როდესაც ეს შენობები მიატოვეს გვიანდელ ანტიკურ პერიოდში, სან ვიტოს დიაკონიამ და მონასტერმა გადაიბარა ისინი, როგორც ეს აღნიშნულია აინზიდელნის მარშრუტში. სწორედ ამ ეკლესიასთან არის ახლა თაღის ნაშთები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thein, Alexander. "Porta Esquilina" in Digital Augustan Rome დაარქივებული 2017-03-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 Southern, Patricia (2015). The Roman Empire from Severus to Constantine. Routledge, გვ. 136. ISBN 978-1317496946.
- ↑ Mennen, Inge. "Power and Status in the Roman Empire, AD 193-284" in Volume 12 of The Impact of Empire, Koninklijke Brill, Leiden, the Netherlands, 2011. Page 230.