გალერიუსის სპარსული კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალერიუსის სპარსული კამპანია
რომაულ-ირანული ომების ნაწილი
თარიღი 296-298
მდებარეობა მესოპოტამია, სომხეთი
მიზეზი სპარსეთის ლაშქრობები სომხეთსა და რომის პროვინციებზე
შედეგი რომის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ტიგროსის გასწვრივ ორი ​​სახელმწიფოს საზღვრების დადგენა
მხარეები
რომის იმპერია, დიდი სომხეთი სასანიანთა იმპერია
მეთაურები
გალერიუსი ნარსე

გალერიუსის სპარსული კამპანია — ომი რომაელებსა და სპარსელებს შორის 296-298 წლებში, რომელიც დასრულდა ნიზიბისის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი შეტაკებები სავარაუდოდ ჯერ კიდევ 293 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც გალერიუსი გახდა დიოკლეტიანეს თანამმართველი. დიოკლეტიანემ დააარსა ტეტრარქია. გალერიუსი გაგზავნეს აღმოსავლეთში სპარსელებთან საბრძოლველად. ომი დაიწყო იმით, რომ მეფე თრდატ III, რომელიც რომაელთა მხარდაჭერით სარგებლობდა, სომხეთიდან განდევნეს. მან დახმარება სთხოვა რომაელებს. გალერიუსმა არმიის დახმარებით თრდატ III-ს ტახტი დაუბრუნა.[1]

ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარსეთის მეფე ნარსე შეიჭრა რომის პროვინცია სირიაში. რომაელებმა გადაწყვიტეს აქტიურად დახმარებოდნენ თრდატს ტახტის შენარჩუნებაში.დიოკლეტიანემ თავისი ბაზა დააარსა ანტიოქიაში და სპარსელებთან ომის დაწყება ბრძანა. პირველ და მეორე ომებს გაურკვეველი ფინალი ჰქონდა. მესამე ომი ჰარანსა და კალინიკს შორის რომაელთა დამარცხებით დასრულდა, რის შედეგად რომის იმპერიამ მესოპოტამია დაკარგა. მარცხი გალერიუსის და მცირე რომაული არმიის დაუდევრობას მიაწერეს, რის გამოც გალერიუსი იძულებული გახდა დიოკლეტიანეს ეტლის უკან რამდენიმე კილომეტრი ერბინა. შემდეგ ავგუსტუსმა გადაწყვიტა მისთვის ახალი ჯარის მიცემა, რომელიც შედგებოდა  25000 კაცისგან. ისინი  ძირითადად ილირიიდან და მეზიიდან იყვნენ დაკომპლექტებული. გალერიუსმა კვლავ გადალახა ევფრატი და მესოპოტამიაში შეჭრის ნაცვლად გადაწყვიტა სომხეთის მთების გადალახვა, სადაც ადგილობრივების მხარდაჭერა მიიღო.[2]

გალერიუსმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ნარსესზე სატალთან სომხეთის მთებში, ხელთ იგდო უზარმაზარი ნადავლი. გადმოცემის მიხედვით, ეს გამარჯვება განპირობებული იყო იმით, რომ რომაელები ღამით დაესხნენ თავს მოწინააღმდეგეს. თუმცა, ნარსესმა გაქცევა მოახერხა, ხოლო მისი ცოლები, ვაჟები და დები ტყვედ აიყვანეს. რომაელები  დატყვევებულებს ძალიან კარგად ეპყრობოდნენ. ამასობაში დიოკლეტიანემ სირიაში კიდევ ერთი ჯარის შეკრება მოახერხა, რომელიც მზად იყო ემოქმედა გალერიუსის სავარაუდო დამარცხების შემთხვევაში. ისარგებლა რა თავისი თანამმართველის გამარჯვებით, დიოკლეტიანემ დაიბრუნა ქტესიფონი. სატალასთან სპარსელების დამარცხების შემდეგ გალერიუსს განზრახული ჰქონდა გაეგრძელებინა მტრის დევნა თავის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო დიოკლეტიანეს არ სურდა ახალი ლაშქრობის დაწყება, რომლის შედეგიც გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ რომაელებმა 298 წელს ზავი დადეს სპარსელებთან მათთვის ხელსაყრელი პირობებით.[3]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაშქრობის შედეგად რომს გადაეცა სოფენე, აღძნიქი, გორდუენე, ინტილენი, ზაბდიცენა; დადგინდა საზღვარი ტიგროსის გასწვრივ რომის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიას შორის; სპარსეთსა და სომხეთს შორის დადგინდა მკაფიო საზღვარი(მიდიის საზღვრის გასწვრივ);იბერიის მეფეების დანიშვნა რომის იმპერატორების იურისდიქციაში გადავიდა; ნიზიბისი განისაზღვრა, როგორც რომსა და ირანს შორის ვაჭრობის ერთადერთი ადგილი.

ეს ტერიტორიები რომის მმართველობის ქვეშ იყო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იულიანე II განდგომილისა და კონსტანციუს II-ის ომებამდე.  რომაელთა გამარჯვების აღსანიშნავად, გალერიუსმა ააგო ტრიუმფალური თაღი თესალონიკში.[3][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Евтропий. Бревиарий от основания города.
  • Руф Фест. Бревиарий деяний римского народа.
  • Yann Le Bohec. Armi e guerrieri di Roma antica. Da Diocleziano alla caduta dell’impero. Roma. 2008. ISBN 978-88-430-4677-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Аврелий Виктор называет командующим в войне с персами не Галерия, а Максимиана (О цезарях. XXXIX. 33.) (რუს.)
  2. Руф Фест. Бревиарий деяний римского народа. 25.(რუს.)
  3. 3.0 3.1 Евтропий. Бревиарий от основания Города. IX. 22.
  4. Евтропий. Бревиарий от основания Города. IX. 25.(რუს.)