გალაქტიონ ალფაიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის სოფელ კურსებში 1916 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქვისმთლელად მუშაობდა. 1933 წლიდან სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ (1937) ელექტროტექნიკოსად მუშაობდა რიონჰესზე. 1940 დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ოცმეთაურად საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მეთაურობდა საარტილერიო პოლკს, იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან (აქ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება), ბუდაპეშტთან და სხვა. 1946 წელს აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 5 სხვა ორდენით და მედლებით.
ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981